პაატა გურასპაულის კომენტარი თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშზე

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს.

მთავარი პრობლემა, რაც ნაკრებს აქვს, ეს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის თამაშს ეხება. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გერმანიასთან მატჩის დროს ქართველები კლუბში ისვენებენ.


ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს დავუკავშირდით.

- ბატონო პაატა, რა ხდება თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან დაკავშირებით, იყო საუბარი, რომ თქვენ ესპანეთში აპირებდით წასვლას?
- დიახ, ვიყავი უკვე ესპანეთში
წასული.

- რა შედეგი მოჰყვა თქვენს ვიზიტს?
- შედეგი მოჰყვა ის, რომ გიორგი შერმადინის თაობაზე რაღაც პასუხს ველოდები. თორნიკე შენგელიასაც და გიორგი შერმადინსაც ძალიან უნდათ ნაკრებში თამაში. თორნიკე არ იქნება, შერმადინიც იმავე მდგომარეობაშია, თუმცა პატარა იმედი რაღაცა არის. ვნახოთ, რა იქნება.

- თუმცა, გერმანიასთან მატჩში მათ ხომ აქვთ არასათამაშო პერიოდი?
- თავისუფალი დრო რომ აქვთ, მანდ სხვა თემაა. პრინციპზეა საუბარი ევროლიგასა და ფიბას შორის.

- რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, იყო საუბარი, რომ კლუბი არ უშვებდა და ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა?
- დიქსონი ნაკრებში ითამაშებს. პრობლემა იყო, მაგრამ მოგვარდა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ხალხო რა ხდება 18 წლიანებში :18 წლიანებში ხდება ის რომ თამაშობს 19 წლიანები გურასპაული ვითომ საქმის კურსში არ არის.რა ხდება სუპერ ლიგაში რაც კი ხრონგი იყო ევროპაში აქ ჩამოიყარა და ჩვენი ფულით კვებავენ,ნახეთ დინამომ როგორ ივაჟკაცა ევროტურნირზე. ამ ხრონგს წილში უზის მწრთვნელები და რა თქმა უნდა ფედერაცია,ჩვენს ბავშვებს კი ცხრილავენ 16ტიდან 20 წლამდე ასაკში და ამას აკეთებს ფედერაცია.
guraspauls
16 თებერვალი 2018 15:19
1
სამაგიეროდ აბა 25 თებერვლის თამაშის ბილეთებზე ნახეთ რა ხდება,ბილეთების ყიდვა მინდოდა და tkt.ge-ზე შევედი ვიფიქრე ნორმალურ ადგილებს შევარჩევ მეთქი და რაც კაი ადგილებია არ იყიდება,რომ მივწერე ამ საიტს ფეისბუქ გვერდზე მიპასუხეს რომ რაც კარგი ადგილებია უპატრონო ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვისაა გათვალისწინებულიო,ღმერთმა ქნას მასე იყოს მაგრამ ვფიქრობ გადამყიდველებისთვისაა გათვალისწინებული.....ფაქტიურად 15 ლარიანი ბილეტებზე ნორმალური ადგილები რაცაა არ იყიდება
ზურა
16 თებერვალი 2018 17:33
0
კაროჩე რა, ერთ თამაშზე მაინც როგორ ვერ მოაგვარეთ რა, რომ ჩამოსულიყვნენ, რისი იმედი უნდა გვქონდეს მთავარი ძალა არ იქნება, კაი ბიჭები არიან ახლები მაგრამ გამოუცდელები, ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა წინ ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ.
lado
16 თებერვალი 2018 12:45
2
თოკოს არ ათამაშებენ კი არა, დაეჩოქებიან კიდევაც, ის იმხელა ძალაა ბასკონიასათვის. მაინც ვერ ვიგებ თოკოს ვერჩამოსვლის მიზეზს, უბრალოდ ვერ გაუბედავენ არგაშვებას. ჩამო რა თოკო!
ბბბ
16 თებერვალი 2018 12:48
4
რატომ ვერ გაუბედავენ ?? კონტრაქტი აქვთ და როგორც სურთ ისე მოიმოქმედებენ სამწუხაროდ. ფიბაა უსუსურზე უსუსური და ვერ აგვარებს ევროლიგასთან ამ საკითხს
bodo
16 თებერვალი 2018 17:25
0
ვერ მოელაპარაკა(
dvalishvili lado
16 თებერვალი 2018 12:20
1
რას როშავთ? რასქვია შენგელიას როცა უნდა...სხვა კლუბს მოძებნის...არის კანონი და იმ კანონს არავინ დაარღვევს ევროლიგაში.პაატას ცდა სასიხარულოა,მაგრამ ვეჭვობ წინასწარ იცოდა,რომ არაფერი გამოუვიდოდა თუმცა მაინც სცადა.მართლა სადა ბანაობთ.
888
16 თებერვალი 2018 12:46
7
აზრს დაკარგავს თამაშის ხილვა თბილისში ამ ორი სპორტსმენის გარეშე.
იმერელი 2
16 თებერვალი 2018 12:43
1
ცოტა პრინციპულობა გამოგეჩინათ რას ქვია არ უშვებენ დამრტყმელი ძალა ორივე თორნიკემ თვითონ მიაკაჩავოს კარიერა გაუჭდება ? მაგას ისედაც არავინ გაუშვებს სხვა გუნდში და თუ გაუტრაკებენ სხვა უკეთეს გუნდში ვერ ითამაშებს თუ რა ?..მოკლედ ამის ვიზიტს აზრი არ ჰქონდა შენგელია ძალიან გვწირდება
თორნიკე
16 თებერვალი 2018 12:19
4
თუ არის თორნიკე პატრიოტი უნდა გააუქმოს კონტრაქტი ესპანელებთან. გუნდები ბევრია სამშობლო ერთია!
პატრიოტი იმერელი
16 თებერვალი 2018 12:39
19
და კონტრაქტის მოშლის კომპენსაციას ფედერაცია გადაუხდის ბასკონიას ?? მილიონებს თანაც>??
bodo
16 თებერვალი 2018 17:27
0
100%
mm
16 თებერვალი 2018 16:08
4
ამ საიტის ადმინისტრაციას მიდა ვუთხრა რას ფილტრავთ ამ კომენტარებს კაგებე-ს საიტია?
კოლა
17 თებერვალი 2018 06:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული