პაატა გურასპაულის კომენტარი თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშზე

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს.

მთავარი პრობლემა, რაც ნაკრებს აქვს, ეს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის თამაშს ეხება. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გერმანიასთან მატჩის დროს ქართველები კლუბში ისვენებენ.


ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს დავუკავშირდით.

- ბატონო პაატა, რა ხდება თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან დაკავშირებით, იყო საუბარი, რომ თქვენ ესპანეთში აპირებდით წასვლას?
- დიახ, ვიყავი უკვე ესპანეთში
წასული.

- რა შედეგი მოჰყვა თქვენს ვიზიტს?
- შედეგი მოჰყვა ის, რომ გიორგი შერმადინის თაობაზე რაღაც პასუხს ველოდები. თორნიკე შენგელიასაც და გიორგი შერმადინსაც ძალიან უნდათ ნაკრებში თამაში. თორნიკე არ იქნება, შერმადინიც იმავე მდგომარეობაშია, თუმცა პატარა იმედი რაღაცა არის. ვნახოთ, რა იქნება.

- თუმცა, გერმანიასთან მატჩში მათ ხომ აქვთ არასათამაშო პერიოდი?
- თავისუფალი დრო რომ აქვთ, მანდ სხვა თემაა. პრინციპზეა საუბარი ევროლიგასა და ფიბას შორის.

- რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, იყო საუბარი, რომ კლუბი არ უშვებდა და ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა?
- დიქსონი ნაკრებში ითამაშებს. პრობლემა იყო, მაგრამ მოგვარდა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
888 ს მიყვარს 8 რიცხვი ჩემი შვილი დაბადებულია ამ რიწხვში . ასობით პაციენტი მიმკურნალებია ნისიათ და არ მიწუწუნია, მსორი.თუ დოლორეს იბარურის შვილმა რუბენმა თქვა ჩემი სისხლი, სიცოცხლე ეკუთნის ესპანეთს,ალბათ ჩვენი თანამემამულების სისლი მაგათ ეკუთნის!
პატრიოოტი ექიმი იმერელი
13:48 21-02-2018
0
ევროპაზეც ფიბა-ევროლიგის ომი იყო, გერმანიასთან ხელი რომ არ გაანძრიეს?!
თუ, ფაჩულიას კომენტარი იყო ღრმა პატივისცემით გამსჭვალული?!
კაი ხანია საკალათბურთო ოჯახში არაჯანმრთელი სიტუაციაა და ჭურნალისტები უყრუებენ...
დაათვალიერა ესპანეთი, თითქოს წინასწარ არ იცოდა "მოლაპარაკების" შედეგი.
სანამ დანიშვნებს არ დაივიწყებენ არჩევნების სანაცვლოდ, მანამდე ჭაობში ვიქნებით.
თუ დიდი სპორტსმენი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვს და თავზე უნდა გადაისვარო.
გიორგი
14:39 20-02-2018
1

სიახლეები პოპულარული