"ვირტუსმა" პლეი-ოფი გამარჯვებით გახსნა | შენგელიას გაციების გამო არ უთამაშია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიასთვის” იტალიის ჩემპიონატის პლეი-ოფი დაიწყო. სერია A-ს რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მეოთხედფინალურ სერიაში ბოლონიელები “ტორტონას” ხვდებიან. პირველი მატჩი 11 მაისს გაიმართა და მასში ქართველ ფორვარდს არ უთამაშია. შენგელია გაციებულია და ტემპერატურის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

მატჩი ბოლონიელთა გამარჯვებით – 92:80 დასრულდა. საუკეთესო შედეგი აიზია კორდინიემ დააფიქსირა – 18 ქულა და 4 მოხსნა. 16 ქულა - მარკო ბელინელიმ, ხოლო 15 გაბრიელ ლუნდბერგმა დააგროვა. პირველი ნახევარი "ვირტუსმა" 44:48 წააგო, თუმცა მესამეში 24:8 იმარჯვა და მატჩის ბედი
სათავისოდ გადაწყვიტა.

სერია 3 მოგებამდეა. მომდევნო მატჩი 13 მაისს კვლავ ბოლონიაში გაიმართება და იმედია, ამ შეხვედრაში "ვირტუსს" შენგელიაც დაეხმარება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული