14-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მეორე წრეში ჩაება

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ლიგის მეორე წრეში საასპარეზოდ გაემგზავრა. ნოდარ ქორქიას და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდისთვის მინსკში 5 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 2 უკვე ჩატარდა და სამწუხაროდ, ქართველებმა მარცხი განიცადეს.

პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ლიტვურ SKM-სთან გამართა და ანგარიშით 50:76 დამარცხდა. ჩვენს გუნდში 10 ქულით საუკეთესო იყო დაჩი გრძელიძე, 9 ქულა მოაგროვა ლევან ტურაშვილმა, ხოლო გიორგი ოჩხიკიძისა და საბა გურეშიძის ანგარიშზე 8-8 ქულა დაგროვდა.

მეორე მატჩი დღეს გაიმართა, რომელშიც ქართველები რუსულ “ოლიმპიეცს” შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 45:51
წააგეს. ამ მატჩში 13 ქულით გიორგი ჭიჭინაძე გამოირჩა. 7 ქულა დააგროვა ლერი ბოკუჩავამ.

საქართველოს ნაკრები მეორე წრის დარჩენილ 3 მატჩს გამართავს: 

საქართველო – ადმირალს (მოლდოვა) 15:00, 26 იანვარი
ცსკა (რუსეთი) – საქართველო 11:20, 27 იანვარი
საქართველო – ცმოკი (ბელარუსი) 16:20, 27 იანვარი
(მითითებულია საქართველოს დრო)

საქართველოს ნაკრები მინსკში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
გიორგი ოჩხიკიძე, საბა გურეშიძე, ლევან ტურაშვილი, ანდრია ცერცვაძე, დაჩი გრძელიძე, გუგა ნაცვლიშვილი, ლერი ბოკუჩავა, ვატო გაჩეჩილაძე, კოკა კაკულია, გიორგი ჭიჭინაძე, გიორგი სულაბერიძე, ლუკა გვასალია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული