NBA. ფინალური სერია. III მატჩი: სავალდებულო მოგება

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოკლენდში პირველი ორი მატჩის გამანადგურებელი ანგარიშებით წაგების შემდეგ, დიდი იყო ალბათობა, რომ მესამე შეხვედრაში "კლივლენდი" რევანშს აიღებდა.

საქმე ისაა, რომ "გოლდენ სტეიტმა" ამ პლეი ოფში სამივეჯერ წააგო სერიის მესამე შეხვედრა, ბოლო ორ სეზონში კი ექვსიდან ორჯერ დამარცხდა (დანარჩენ მატჩებში - 28 მოგება და 5 წაგება).

თუმცა "კლივლენდის" გამარჯვება მხოლოდ სტატისტიკით არ იყო განპირობებული. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ აჩვენა ის, რაც აკლდა პირველ ორ მატჩში - აგრესია და ბურთის გათამაშება.

მასპინძლები საომრად იყვნენ გასულნი მოედანზე და პირველ მეოთხედში გადაუარეს მეტოქეს -
33:16. მართალია, მეორე 12-წუთეულში "კლივლენდი" ოდნავ მოდუნდა და ისევ ბევრის უფლება მისცა "გოლდენ სტეიტის" რეზერვისტებს, თუმცა დიდ შესვენებამდე რვაქულიანი უპირატესობით მივიდა, ხოლო, როცა მესამე მეოთხედი 7:0 სპურტით დაიწყო, ეს უკვე უკანმოუხედავი გაქცევა აღმოჩნდა.

"კლივლენდმა" ტრავმირებული კევინ ლავის გარეშე ითამაშა. გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი სასტარტოში რიჩარდ ჯეფერსონმა შეცვალა და 35 წლის ვეტერანის დაწინაურება უმთავრესი ფაქტორი აღმოჩნდა. მართალია, მან შეხვედრა მხოლოდ 9 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, მაგრამ ფორვარდის წვლილი მხოლოდ ამ ციფრებით არ განისაზღვრება.

და, რა თქმა უნდა, პირველად ამ სერიაში ჩვეულ დონეზე ითამაშეს ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა - მათ ჯამში 62 ქულა დააგროვეს. ამას აუცილებლად უნდა დავუმატოთ ჯეი არ სმიტის 20 ქულაც და ტრისტან ტომპსონის ორმაგი დუბლი. მისი წყალობით, როგორც იქნა, "კლივლენდმა" აჯობა მეტოქეს მოხსნებში.

"გოლდენ სტეიტის" ფანები კი კვლავაც სტივენ კარის გამოღვიძებას ელოდებიან. ორგზის MVP ზედიზედ მესამე მატჩია ვერ ავიდა 20 ქულამდე. მისმა მეწყვილემ დაცვაში კლეი ტომპსონმა კი მხოლოდ 10 ქულას მოუყარა თავი.

კლივლენდი-გ. სტეიტი 120:90
33:16, 18:27, 38:26, 31:21
კ: ჯეიმსი (32+11 მოხსნა+6 პასი+2 დაფარება), ირვინგი (30+8 პასი), სმიტი (20+3 ჩაჭრა), ტომპსონი (14+13 მოხსნა), ჯეფერსონი (9+8 მოხსნა), მაკრაი (4), შამპერტი (3+5 მოხსნა), უილიამსი (3), დელავედოვა (2), მოზგოვი (2), ჯონსი (1).
გ-ს: კარი (19+3 პასი), ბარნსი (18+8 მოხსნა+3 პასი), იგუოდალა (11), ტომპსონი (10), ბარბოზა (8), გრინი (6+7 პასი+7 მოხსნა), ლივინგსტონი (5+6 მოხსნა+3 პასი), სპეიტსი (5), ბოგუტი (4), კლარკი (3), ვარეჟაო (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (52.7/42.1), სამქულიანები (48/27.3), საჯარიმოები (70.6/65.4).
სერია: 1-2

მატჩის რიცხვები
- "კლივლენდმა" შეწყვიტა "გოლდენ სტეიტთან" შვიდმატჩიანი წაგებათა სერია.

- "კლივლენდმა"ამ პლეი ოფში ზედიზედ მერვე საშინაო შეხვედრა მოიგო. საკუთარ კედლებში ის მეტოქეებს საშუალოდ 22 ქულის სხვაობით ამარცხებს.

- "კლივლენდს" პლეი ოფში 13-დან 13 მოგება აქვს, როცა მინიმუმ 100 ქულას აგროვებს მატჩში.

- ლებრონ ჯეიმსმა ფინალურ სერიებში ქულების რაოდენობით კობი ბრაიანტს გადაასწრო. გუშინდელი მატჩის შემდეგ, ლებრონის მონაგარმა 945 ქულა შეადგინა და შესაბამის ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. მე-9 ადგილზეა მეჯიქ ჯონსონი 971 ქულით.

- ლებრონმა პლეი ოფში 82-ე მატჩი ჩაატარა, როცა მინიმუმ 30 ქულა ჩაუგდო მეტოქეს. ეს მესამე შედეგია ისტორიაში. პლეი ოფში უფრო მეტი 30-ქულიანი მატჩი მაიკლ ჯორდანსა (109) და კობი ბრაიანტს (88) ჰქონიათ.

- ჯეი არ სმიტმა განაახლა "კლივლენდის" რეკორდი პლეი ოფის ერთ გათამაშებაში სამქულიანების რაოდენობით. სმიტმა გუშინ ხუთი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და საერთო რაოდენობა 56-მდე აიყვანა.

მატჩის სტენოგრამა
I მეოთხედი: 2:0, 4:0, 6:0, 9:0, 9:2, 9:4, 11:4, 13:4, 15:4, 17:4, 19:4, 19:6, 21:6, 21:8, 23:8, 23:10, 25:10, 27:10, 30:10, 30:13, 33:13, 33:14, 33:16

II მეოთხედი: 33:18, 33:20, 33:22, 33:23, 36:23, 36:25, 36:27, 38:27, 39:27, 40:27, 40:29, 40:31, 43:31, 43:33, 45:33, 48:33, 48:35, 48:36, 48:39, 48:41, 50:41, 50:43, 51:43

III მეოთხედი: 52:43, 53:43, 55:43, 57:43, 58:43, 58:46, 60:46, 62:46, 64:46, 64:48, 67:48, 70:48, 70:51, 72:51, 72:54, 72:55, 72:56, 74:56, 74:59, 77:59, 79:59, 81:59, 81:61, 81:62, 83:62, 83:64, 85:64, 85:67, 85:68, 86:68, 87:68, 87:69, 89:69

IV მეოთხედი: 92:69, 95:69, 95:72, 95:73, 97:73, 97:75, 99:75, 99:77, 101:77, 103:77, 103:79, 103:80, 104:80, 105:80, 105:83, 107:83, 108:83, 110:83, 110:84, 110:85, 110:86, 111:86, 111:87, 111:88, 111:89, 113:89, 115:89, 117:89, 120:89, 120:90

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული