ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ში In Season Tournamen-ში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 131:99 დაამარცხა.

ენტონი დევისმა გუნდს 26 ქულა, 16 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

დიანჯელო რასელმა 20 ქულა ჩააგდო, ლებრონ ჯეიმსმა კი - 17. ლებრონი ლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 39 000 ქულას გადააბიჯა.

"ჯაზის" შემადგენლობიდან ომერ იურტსევენმა თავი 18 ქულით, 6 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჯონ კოლინსმა აქტივში 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა და დაფარება მიითვალა.

"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას
23 ნოემბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს, "იუტა" ამავე რიცხვში "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული