NBA. პლეი ოფი: ლებრონის სამმაგი დუბლი და "კლივლენდის" ზედიზედ მესამე მოგება

AutoSharing Option
21 აპრილს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"კლივლენდი" სერიის მესამე შეხვედრაში "ინდიანას" ესტუმრა და ანგარიშით 119:114 დაამარცხა. "კავალიერსს" ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა. ლებრონმა 41 ქულა, 13 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა. ამ გამარჯვებით "კლივლენდი" სერიაში 3:0 დაწინაურდა.

"მილუოკიმ" "ტორონტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 104:77 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებიდან ყველაზე მეტი ქულა კაილ ლაურიმ და დელონ რაიტმა მოაგროვეს - 13-13. ეს მაჩვენებელი შეხვედრაში მეხუთეა. საუკეთესო ოთხი მექულე კი "ბაქსიდან" არის. ყველაზე მეტი, 20 ქულა კრის მიდლტონმა მოაგროვა. "მილუოკი"
სერიაში 2:1 დაწინაურდა.

"მემფისმა" "სან ანტონიო" მიიღო და ანგარიშით 105:94 დაამარცხა. ვერც ერთი "სპურსელი" გადასცდა 20-ქულიან ზღვარს, ხოლო "მემფისიდან" ეს სამმა კალათბურთელმა: მაიკ კონლიმ (24), ზაკ რენდოლფიმ (21) და მარკ გასოლმა (21) მოახერხა. ამ მოგებით "მემფისმა" სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული