ვიქტორ სანიკიძემ "ტურკ ტელეკომთან" ორმაგი დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
"თედ კოლეჯის" ქართველმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ თურქეთის უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და თავისიანებს "ტურკ ტელეკომი" დაამარცხებინა.

სანიკიძის ანკარულმა გუნდმა ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, თუმცა ბოლო ხანებში გამარჯვებებს უხშირა და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

მორიგი ტურის მატჩში ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი გაატარა. სანიკიძემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძემ მთლიანობაში 15 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაყოლა.

სანიკიძეს გვერდში ედგნენ მისსავით ლეგიონერები - ამერიკელი კალინ
ლუკასი (22 ქულა), ხორვატი მარკო ტომასი (18), ლიტველი მარტინას გეჩევიჩისი (15) და გვინეელი ფრენკ ელეგარი (12).

ქართველი ლეგიონერის გუნდს 5 გამარჯვებასთან ერთად  7 მარცხი აქვს და ამ შედეგით თურქეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მორიგ ტურში, 23 დეკემბერს, "თედ კოლეჯი" სტამბოლში "ბუიუქშეჰირს" დაუპირისპირდება".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული