ვიქტორ სანიკიძის შთამბეჭდავი მატჩი და გამარჯვება "გაზიანთეფთან"

AutoSharing Option
ანკარის "თედ კოლეჯის" ქართველმა ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება. წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელიც მისმა გუნდმა ლიდერ "ეფესთან" წააგო, ამჯერად "თედ კოლეჯმა" გამარჯვება შეძლო.

ანკარელებმა "გაზიანთეფს" უმასპინძლეს და ანგარიშით 86:75 დაამარცხეს. სანიკიძის გუნდმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, მანამდე კი მცირედით, მაგრამ აგებდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა 37:41 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. სანიკიძემ 9-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ვიქტორმა 20 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი და 1
ჩაჭრა მოაგროვა, რითაც ანკარელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

7 მოგებითა და 8 მარცხით "თედ კოლეჯი" თურქეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

ახლა თურქეთში სათასო ბატალიები დაიწყება და ეროვნული ჩემპიონატი 30 იანვრიდან გაგრძელდება. ამ დღეს სანიკიძის გუნდი "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული