თორნიკე შენგელიას 13 ქულა და "ვალენსიასთან" გათანაბრებული სერია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

საწყის მატჩში შინ 1 ქულით დამარცხებითა და მოედნის უპირატესობის დაკარგვის შემდეგ, ბასკონიელებმა მეორე საშინაო მატჩში "ვალენსიას" შანსი არ დაუტოვეს და 90:70 სძლიეს.

შენგელიას სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20:07 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. "

ბასკონიას" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდის ამერიკელი ახალწვეული რიკი
ლედო იყო, რომელმაც 23:02 წუთში 24 ქულა ჩააგდო, უნგრელმა ადამ ჰანგამ კი 18 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

ახლა, სერია ვალენსიაში გადაინაცვლებს, სადაც 3 და 5 ივნისს 2 მატჩი ჩატარდება, ხოლო თუკი გადამწყვეტი მე-5 შეხვედრა გამართვა გახდა საჭირო, მას ისევ "ბასკონია" მიიღებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული