თორნიკე შენგელიას ათიანი და "ბასკონიას" მარცხი ნახევარფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მაისს, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში "ვალენსიას" უმასპინძლა.

ბასკები თამაშს ბოლო წუთებამდე აკონტროლებდნენ, თუმცა სტუმრები თავიანთ შანსს ელოდნენ. გადამწყვეტ მომენტში ყოფილმა ბასკონიელმა ფერნანდო სან ემეტერიომ სამქულიანით "ვალენსია" მინიმალური სხვაობით დააწინაურა. მას მერე გუნდებმა 2-2 ქულა გაცვალეს და გამარჯვება ვალენსიელებს დარჩათ - 83:82.

თორნიკე შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მესამე პერიოდის შუიდან მწვრთნელს მოედნიდან აღარ გაუყვანია. თოკომ ქულების უმეტესობა მეოთხე რაუნდში მოაგროვა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა. "ბასკონიაში"
ყველაზე მეტი, 17 ქულა შეინ ლარკინმა ჩააგდო, ხოლო "ვალენსიასა" და მატჩის ბომბარდირი სან ემეტერიო გახდა - 24 ქულა.

სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი კვლავ ვიტორიაში, პირველ ივნისს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბასკონია კი აკონტროლებდა ანგარიშს , მაგრამ მე ვფიქრობ ვალენსია ერთი თავით მაღლა იდგა . თუმცა თოკოს და მის გუნდს წარმატებებს ვუსურვებ დარჩენილ თამაშებში.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული