შერმადინისა და ბურჯანაძის "ანდორამ" კონკურენტ "ბილბაოსთან" წააგო

AutoSharing Option
30 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრების კალათბურთელების - გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდი "ანდორა" უშუალო კონკურენტ "ბილბაოს" სტუმრად დაუპირისპირდა და ანგარიშით 67:81 დამარცხდა.

გიორგი შერმადინი თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში 22 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა ანდორელთაგან უმეტესი - 15 ერთეული შეადგინა.

ბექა ბურჯანაძეც სასტარტოში იყო. ქართველმა ფორვარდმა მოე
დანზე 21 წუთი გაატარა და 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ბექამ 3-დან 2 საჯარიმო და 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

წაგების მიუხედავად, "ანდორა" პლეი ოფში გამსვლელ, ბოლო, მე-8 ადგილს ინარჩუნებს. "ბილბაომ" კი ამ გამარჯვებით ანდორელებთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

7 მაისს ქართველების გუნდი ესპანური ლიგის ლიდერ "ვალენსიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული