შერმადინისა და ბურჯანაძის 21-მა ქულამ "ანდორას" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მარცხი განიცადა "მორაბანკ ანდორამ", რომლის ლიდერებიც საქართველოს ნაკრების წევრები - გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე არიან.

ქართველმა ლეგიონერებმა სტუმრად, "მურსიასთანაც" ულიდერეს ანდორელებს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა 77:53 გაიმარჯვეს.

ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 24:24 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 ერთეული შეადგინა, რაც საუკეთესო იყო სტუმართა შორის. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, 6 შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის
წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

მოედანზე 18:11 წუთი დაჰყო ბურჯანაძემ, რომლის მონაგარიც 9 ქულა და 2 მოხსნა იყო. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

11 მოგებითა და ამდენივე მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-8 ადგილზეა. 18 მარტს ქართველების გუნდი "სარაგოსას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული