ილიას ზუროსი: ვეძებთ გზას, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სეზონის პირველი საკონტროლო მატჩი პორტუგალიასთან ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 90:71. მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის შეფასება და მისი მოსაზრება გუნდის სადღეისო მომზადებასთან დაკავშირებით.

- საქართველო VS ბელორუსი - ევრობასკეტისთვის მზადება მოსკოვში გრძელდება

ინტერვიუს ვიდეოფაილი ნაკრების პრესცენტრმა მოგვაწოდა, ჩვენს მკითხველს, კი, ცხადია, ნაბეჭდი ვერსია დააინტერესებს.

- მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი პორტუგალიასთან ჩავატარეთ. უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს, ბიჭებმა კარგად ითამაშეს. უნდა გავითვალისწინოთ, ეს იყო პირველი ტესტ-მატჩი, მომზადება 20 დღეა, რაც დავიწყეთ, მთაში ვართ და სხვადასხვა
სათამაშო კომპონენტზე ვმუშაობთ.

- ასისტენტები ყურადღებას დაცვაში შეტანილ სიახლეებზე ამახვილებენ...
- თამაშის დიდი ნაწილი დაცვაში კარგად ვიდექით, თუმცა კიდევ ბევრია სამუშაო, რომ ოფიციალური მატჩებისთვის მთელი მატჩი სტაბილურად ჩავატაროთ. რაც შეეხება თავდასხმას, თქმა არ უნდა - ნიჭიერი კალათბურთელები გვყავს, თუმცა მოსაძებნია გზა, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი. სწორედ საამისოდაა ამხანაგური მატჩები. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ჩვენს თამაშს, ჩვენს სტილს ვიპოვით.

- გუნდი ჯერ ბოლომდე არ არის შევსებული...
- ველით, რომ ზაზა ძალიან მალე შემოგვიერთდება და კიდევ უფრო დავიხვეწებით. ძალიან კმაყოფილი ვარ კალათბურთელებით, რომლებიც დიდ სამუშაოს ასრულებენ, მონდომებულები არიან, რომ ოფიციალური მატჩებისთვის მზად იყვნენ, რათა ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზანს - გადავლახოთ ჯგუფური ეტაპი და მოვხვდეთ ევრობასკეტზე. ასევე კმაყოფილი ვარ სამწვრთნელო შტაბით. სადღეისოდ, ყველაფერი რიგზეა.
თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს,  თუ გვინდა, რომ მზად ვიყოთ 31 აგვისტოსთვის, ალბანეთთან გასამართი პირველი ოფიციალური მატჩისთვის.

- ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია. მათ შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?
- მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ. პირველი ვარჯიშიდან დღემდე დიდი ნახტომი გააკეთეს. მჯერა, რომ ნაკრებთან ვარჯიში სამომავლოდ აუცილებლად დაეხმარებათ, რადგან სწორედ მათ უნდა დაიცვან ეროვნული გუნდის ღირსება უახლოეს მომავალში. ასეთივე ტემპში უნდა განაგრძონ, ბევრი იმუშაონ, როგორც ჩვენთან, ასევე სეზონის განმავლობაში.

არ ვიცი, საქართველოში ითამაშებენ თუ საზღვარგარეთ, თუმცა ის კი ვიცი, რომ ქართული კალათბურთის მომავალია და მაქსიმალურად ვცდილობთ, შანსი მივცეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარკოიშვილი საბოლოოდ გაოირიცხა?
sabonis
11:37 06-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული