საქართველო VS ბელორუსი - ევრობასკეტისთვის მზადება მოსკოვში გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიიდან მოსკოვში ჩავიდა, სადაც "ხიმკის" საკალათბურთო დარბაზში 5 აგვისტოს ბელორუსს (თბილისის დროით 21:00 საათზე), ხოლო მომდევნო დღეს რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება (20:00 სთ-ზე).

კალათბურთის ფედერაციის ვებსაიტზე ჩვენი გუნდის მგზავრობა დეტალურადაა აღწერილი: საქართველოს ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან გუშინ, დილის 10 საათზე გავიდა და საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ავტობუსით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებს მიაღწია. ზაგრები-მოსკოვის რეისი დროულად, 12:30 საათზე გაფრინდა და რუსეთის დედაქალაქის შერემეტიევოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:05 საათზე დაეშვა.

აეროპორტში ჩვენს ნაკრებს დახვდა ცნობილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რომელიც საგანგებოდ
საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ჩამოვიდა მოსკოვში და "ხიმკის" დარბაზში ქართველების მობილიზებას გეგმავს. მისი განცხადებით, 200-ზე მეტმა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა გამოთქვა თამაშებზე დასწრების სურვილი.

აეროპორტიდან სასტუმრო "ალიანს-გრინვუდამდე" 20 წუთის გზაა, თუმცა მოსკოვის საცობების გადამკიდე, ავტობუსს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 1 საათი დასჭირდა. სასტუმრო ბიზნესპარკში მდებარეობს და იქვეა დაბინავებული ბელორუსის ნაკრებიც, რომელიც 4 აგვისტოს, რუსეთის ნაკრებთან 50:103 განადგურდა.

საქართველოს ნაკრები მოსკოვში იმ 14 კალათბურთელით ჩამოვიდა, რომლებიც შეკრებაზე სლოვენიაში იმყოფებოდნენ. ესენი არიან: გიორგი შარაბიძე, ბესო ლეჟავა, მაიკლ დიქსონი, ლუკა ზაქრაძე, ანატოლი ბოისა, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, გიგი გოგობერიშვილი, ბექა ბექაური.

საქართველო-ბელორუსი
ევრობასკეტი 1997. შესარჩევი
15.11.1995.
ბელორუსი-საქართველო 102:76
48:37, 54:39
საქართველო: გურასპაული (27წთ, 2ქ, 2მ, 1პ, 1ჩ), ბაქრაძე (21წთ, 2ქ, 2მ), კობეშავიძე (9წთ, 9ქ), ტურაშვილი (13წთ, 3მ), სანაძე (19წთ, 11ქ, 2პ), დერიუგინი (18წთ, 2ქ), სტეფანია (35წთ, 13ქ, 5მ, 1პ, 4ჩ), ნაცვლიშვილი (29წთ, 23ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), ქარაბაკი (15წთ, 12ქ, 5მ), ჩხეიძე (14წთ, 2ქ)

29.01.1997
საქართველო-ბელორუსი 80:78
32:36, 48:42
საქართველო: თორთლაძე (15წთ, 1მ, 1პ, 1ჩ), ჯაფარიძე (4წთ), კოკოლიშვილი (7წთ, 1მ), უსტიაშვილი (19წთ, 1ქ, 3მ), ნაცვლიშვილი (39წთ, 22ქ, 10მ, 4ჩ), ქარაბაკი (38წთ, 31ქ, 5მ, 2პ, 1ჩ), დადიანი (16წთ, 8ქ, 2მ), ბეჟანიშვილი (32წთ, 15ქ, 9მ, 1პ), ჩხეიძე (30წთ, 3ქ, 3მ, 1პ, 3ჩ)

ევრობასკეტი 2003. საკვალიფიკაციო
06.06.2001. თბილისი
საქართველო-ბელორუსი 83:78
21:25, 20:13, 18:31, 24:9
საქართველო: ბოისა (28წთ, 10ქ, 4მ), ჩხეიძე (15წთ, 3ქ, 1პ), ფაჩულია (33წთ, 24ქ, 19მ), ჟღენტი (32წთ, 8ქ, 4პ, 2ჩ), გოგობერიშვილი (24წთ, 9ქ, 2მ, 1პ), უგრეხელიძე (9წთ, 2ქ, 2მ), შენგელია (4წთ, 1მ), ვ. ნაცვლიშვილი (27წთ, 18ქ, 10მ), კოკოლიშვილი (14წთ, 4ქ, 5მ), ცქიტიშვილი (14წთ, 5ქ, 3მ)

29.08.2001. გომელი
ბელორუსი-საქართველო 95:65
26:17, 18:13, 25:25, 26:10
საქართველო: თორთლაძე (30წთ, 11ქ, 1მ, 1პ, 1ჩ), ბოისა (21წთ, 2ქ, 2მ, 1ჩ), ხოშტარია (12წთ, 9ქ, 1მ), ფაჩულია (35წთ, 10ქ, 7მ, 2ჩ), ჟღენტი (12წთ, 1ჩ), გოგობერიშვილი (33წთ, 20ქ, 1მ, 1პ, 1ჩ), მუშკუდიანი (1წთ), ვ. ნაცვლიშვილი (30წთ, 11ქ, 4მ), კოკოლიშვილი (5წთ), ცქიტიშვილი (21წთ, 2ქ, 4მ, 2დ)

ევრობასკეტი 2011. B დივიზიონი. პლეი ოფი
05.09.2009. მინსკი
ბელორუსი-საქართველო 75:89
17:23, 15:22, 22:19, 21:25
საქართველო: ცინცაძე (28 წთ, 3ქ, 5პ), ელისი (29 წთ, 10ქ, 4პ), სანიკიძე (36წთ, 19ქ, 11მ, 3ჩ), ვ. ბოისა (29წთ, 18ქ), ფაჩულია (34წთ, 19ქ, 8მ, 3პ, 3ჩ), შერმადინი (5წთ), ცქიტიშვილი (11წთ, 9ქ), გამყრელიძე (17წთ, 5ქ), ტუღუში (12წთ, 6ქ)

09.09.2009. თბილისი
საქართველო-ბელორუსი 86:84
27:19, 25:27, 19:22, 15:16
საქართველო: ცინცაძე (26წთ, 3ქ, 6პ), ელისი (33წთ, 17ქ), სანიკიძე (32წთ, 18ქ, 10მ), ვ. ბოისა (26წთ, 11ქ), ფაჩულია (30წთ, 11ქ, 5მ, 3პ, 2დ), შერმადინი (5წთ, 2ქ), ცქიტიშვილი (18წთ, 11ქ), გამყრელიძე (14წთ, 5პ), ტუღუში (16წთ, 13ქ)

ამხანაგური
28.08.2005
საქართველო-ბელორუსი 57:69

24.07.2010
საქართველო-ბელორუსი 69:65

07.08.2012
საქართველო-ბელორუსი 99:76

საქართველო-რუსეთი
ევრობასკეტი 2011. ფინალური ეტაპი
01.09.2011
საქართველო-რუსეთი 58:65
16:20, 11:20, 18:12, 13:13
საქართველო: ვ. ბოისა (10წთ), ფაჩულია (29წთ, 11ქ, 5მ), ცინცაძე (25წთ, 2ქ, 3პ), მარკოიშვილი (31წთ, 21ქ, 3მ), სანიკიძე (36წთ, 10ქ, 8მ), გამყრელიძე (13წთ), შერმადინი (11წთ, 4მ), ჰეინსი (22წთ, 7ქ, 6მ), შენგელია (8წთ, 3ქ), ცქიტიშვილი (15წთ, 4ქ)

ამხანაგური
22.06.2004, სან ჯორჯო (იტალია)
საქართველო-რუსეთი 87:71

29.08.2015, ტრიესტე (იტალია)
საქართველო-რუსეთი 69:81

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვთბ-ი ლიგა არსად არ დაგეკარგოთ :)
0
და ეს სადოური ქურთულია? "ახლო აღმოსავლელი წარმოშობის"-- უკაცრავად, მაგრამ სხვას რომ მიანიშნებ, ჯერ საკუთარი ქართული გამოასწორე :)
gigzis- ს-s
19:21 05-08-2016
0

სიახლეები პოპულარული