საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.

სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38
დასრულდა.

დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.

altსაქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

მკითხველის კომენტარები / 48 /
რა ქნა უცხოელმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა ისეთი, რასაც ქართველი მწვრთნელი ვერ იზამდა?! ისე კი ზუროსი დანმარკს მაინც მოუგებდა! ნატურალიზებურებზე უარი უნდა ვთქვათ, როგორც ლიეტუვამ და სხვებმაც - ამით ხელს შეუვუწყობთ ქართული კადრის აღზრდას პრობლემურ პოზიციაზე.
შალო
14:42 27-02-2024
2
ტომასონი "ნახოდკაა"!!! საინტერესოა ვინ და სად იპოვნა!!!
tngh
14:24 27-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული