საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ჟინოლა კომაშია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავიდ ჟინოლა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ L'Equipe-ი იუწყება.

49 წლის ჟინოლამ თავი შეუძლოდ ნიცაში, ფეხბურთის თამაშის დროს იგრძნო, რის შემდეგაც ის მონაკოს სამედიცინო ცენტრში შვეულმფრენით გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ყოფილ ფეხბურთელს გულის შეტევა ჰქონდა. ამ დრომდე ის უგონო მდგომარეობაშია.

დავიდ ჟინოლამ "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში 1994 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, 1993 და 1995 წლებში კი ქვეყნის თასი დაისაკუთრა. ეროვნულ ნაკრებში ჟინოლამ 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სხვა
დასხვა დროს მას ასევე უთამაშია "ნიუკასლში", "ტოტენჰემში", "ასტონ ვილასა" და "ევერტონში". საფეხბურთო კარიერა ჟინოლამ 2002 წელს დაასრულა.

2015 წელს დავიდ ჟინოლამ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
levan გამიკვირდა რა ზუსტად თქვი, ბევრს ეგეტები არ ახსოვს, უფრო სწორად მე მიმაჩნია მაგათი თაობის ევროპელმა ლეგიონერებმა მანამდე ხო არ იყვნენ იქ ნაღდი ევროპელები დანარჩენი ბრიტანელების გარდა
0
ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა , ინგლისში ძოლამ, ჟინოლამ და კანტონამ დანერგეს ბურთის დაჭერა, გაგორება, თორემ მანამდე ყველა გუნდი ფლანგიდან უაზრო ჩაწოდებების ტაქტიკით თამაშობდა
levan
17:16 20-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული