"კარპი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს დებიუტანტის, "კარპის" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მწვრთნელი ფაბრიციო კასტორი. მიზეზი "კარპის" უღიმღამო სტარტია იტალიური ფეხბურთის ელიტაში.

ახლა ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და 6 თამაშიდან მხოლოდ 2 ქულა აქვს. კასტორი "კარპის" 2014 წლიდან თავკაცობდა, სწორედ მან გადმოიყვანა გუნდი ელიტაში.

"კლუბი აცხადებს, რომ დღეს პოსტი დაატოვებინა ფაბრიციო კასტორის. მას მადლობას ვუხდით მაღალკვალიფიციური შრომისათვის", - ვკითხულობთ კლუბის ვებგვერდზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული