სერია A. XXV ტური: "რომამ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება "კარპისთან" იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს იტალიის სერია ა-ს XXV ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "კარპიმ" "რომას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მოდენაში ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში ლუკა დინმა 56-ე წუთზე გახსნა და რომაელები წინ გაიყვანა, თუმცა ხუთ წუთში კევინ ლასანიამ გაათანაბრა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა მასპინძელთა გატეხვა ბოლოსღა მოახერხა - 84-ე წუთზე "რომა" ანგარიშში მეორედ ედინ ჯეკომ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი წუთის შემდეგ მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა.

ზედიზედ მეოთხე მატჩში გამარჯვებით დედაქალაქურმა გუნდმა 47 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით მესამე პოზიციაზე აინაცვლა. პირველ-მეორე ადგილებზე, შესაბამისად,
"ნაპოლი" და "იუვენტუსი" არიან. "ნაპოლის" 56 ქულა აქვს, "იუვენტუსს" - 54.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

შაბათი. 13 თებერვალი
ემპოლი-ფროზინონე 18:00
დისკვალიფიკაცია: ლაურინი (ემპოლი)
ტრავმა: კოსტა - აიეტი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2, (10-9)

კიევო-სასუოლო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი, პეპე, დაინელი - ლარიბი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=2-2, (4-3)

იუვენტუსი-ნაპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანჯუკიჩი, ასამოა, ხედირა, კასერესი, კიელინი - გრასი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +18=9-10, (59-42)

კვირა. 14 თებერვალი
მილანი-ჯენოა 15:30
დისკვალიფიკაცია: რინკონი (ჯენოა)
ტრავმა: მექსე, დიეგო ლოპესი, ნიანგი, კუცკა - პავოლეტი, ანსალდი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +11=5-5, (26-15)

სამპდორია-ატალანტა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე სილვესტრი, სალა, კარბონერო, მოისანდერი, დიაკიტე - კარმონა, პალეტა, ჩიგარინი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +14=3-11, (42-38)

უდინეზე-ბოლონია 18:00
დისკვალიფიკაცია: ბადუ (უდინეზე)
ტრავმა: მერკელი, პასკუალე, დომიცი - კრაფტი, მირანტე, როსეტინი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +13=9-9, (40-31)

პალერმო-ტორინო 18:00
დისკვალიფიკაცია: ლაზაარი (პალერმო)
ტრავმა: სტრუნა, პოსავეჩი, მარესკა, ბალოგი - ბოვო, ასკუა, მარტინესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=6-4, (14-14)

ფიორენტინა-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი - მელო
ტრავმა: ბადელი, ბენალუანი, კოსტა - იოვეტიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +10=9-22, (51-62)

ასევე იხილეთ:
სერია A. XXV ტურის წინ: ორი დიდი სერიიდან ერთი დასრულდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული