დიდი გაცვლა და პლუს, თანხა? - ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლის შესაძლო დეტალები

AutoSharing Option
Calciomercato წერს, რომ ვიქტორ ოსიმენმა კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელება საბოლოოდ გადაწყვიტა და პსჟ-ის დიდი ინტერესის მიუხედავად, ლიგა 1-ში არ დაბრუნდება.

ინგლისიდან 25 წლის ნიგერიელის დამატების სურვილით ლონდონური გუნდები "ჩელსი" და "არსენალი" იღვწიან.

აქედან უფრო კარგი შანსი "არისტოკრატებს" აქვს, რადგან მათ ფინანსებთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემა აქვთ, თანაც ტრანსფერში ერთი ფეხბურთელის ჩართვაც შეუძლიათ.

საუბარია რომელუ ლუკაკუზე, რომელიც ახლა იჯარით "რომაში" ბურთაობს. "ჩელსი" "ნაპოლის" ბელგიელსა და დამატებით თანხას შესთავაზებს, რათა აფრიკელი ფორვარდი თავის რიგებში იხილოს. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ლუკაკუსთვის "პარტენოპეი" "ინტერისა" და
"რომას" შემდეგ იტალიაში უკვე მესამე კლუბი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული