ინგლისის ლიგის თასი. 1/2-ფინალი: "მანჩესტერ სიტი" მეორე ფინალისტია [VIDEO]

AutoSharing Option
27 იანვარს ინგლისის ლიგის თასის საპასუხო 1/2-ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა მე-18 წუთზე, როს ბარკლის გოლით გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ მასპინძლები იტანდნენ. 24-ე წუთზე ფერნანდინიომ გაათანაბრა, შემდეგ კი კევინ დე ბრუინმა (70) "სიტი" წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე სერხიო აგუერომ დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სწორედ აგუეროს გოლი აღმოჩნდა ამ გუნდების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გადამწყვეტი - პირველი შეხვედრა "ევერტონს" ანგარიშით 2:1 ჰქონდა მოგებული.

ამრიგად, ლიგის თასის ფინალში მანუელ პელეგრინის გუნდი გავიდა.
გადამწყვეტი დაპირისპირება 28 თებერვალს, "სიტისა" და "ლივერპულს" შორის გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული