"ასე როგორ შეიძლება? როდემდე უნდა გაგრძელდეს?" - გვარდიოლა აღშფოთებულია

AutoSharing Option
გუშინ, 20 აპრილს, ინგლისის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან გადატვირთული სათამაშო გრაფიკის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

"ეს შეუძლებელია, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. გულწრფელად გეუბნებით, ეს არ არის ნორმალური. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ამ ყველაფრის გაპროტესტებაა.

პრობლემა არამხოლოდ ფიზიკური დაღლილობა, არამედ მენტალურიცაა. ვფიქრობ, დასვენებისთვის ერთ დამატებით დღეს ვიმსახურებდით, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "ქოვენთრი" შუა კვირაში არ თამაშობენ", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, გვარდიოლას გუნდი
ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ქოვენთრის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

alt"მანჩესტერ სიტი" მუსიალას შეძენას შეეცდება - გვარდიოლას შემტევ ხაზში ცვლილებები სურს

alt"მანჩესტერ სიტი" ახალ მწვრთნელს ეძებს - "ქალაქელები" გვარდიოლას დაემშვიდობებიან

altანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი კასილასს გადაუსწრო
 

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძმა მაგან რეალს შეხედოს მან სიტისთან 120წთ ითამაშეს და მერე ეგრევე ელ-კალსიკო და არავის არაფერი უთქვია
Puta barca puta city
09:07 27-04-2024
0
არაუშავს ახლა დაისვენებს სიტიც შუა კვირას.
Dima
17:23 21-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული