ვენსან კომპანი: ადრე თუ გვიან "მანჩესტერ სიტი" სეზონში 4 ტიტულს მოიგებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა ვენსან კომპანიმ "ქალაქელების" მიერ სეზონში ოთხი ტიტულის მოპოვების შანსები შეაფასა.

"არ შეგვიძლია პირობა მოგცეთ, რომ ეს ახლა მოხდება, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება.

ჩვენ ვართ ის ფეხბურთელები, რომლებიც აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად აირჩიეს. ჩვენ თუ არ გამოგვივა ეს, იქნებიან სხვები.

"მანჩესტერ სიტი" მიზნად ისახავს, თითოეული ის ტურნირი მოიგოს, რომელშიც მონაწილეობს.

ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ, რომელიც პრემიერლიგაში იყო",
- თქვა კომპანიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული