"არსენალი": ოლივიე ჟირუ მზად არის

AutoSharing Option
ოქტომბერი ჯერ არ დამთავრებულა და ოლივიე ჟირუმ უკვე 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ის კიდევ ორჯერ გავა მინდორზე - 26-ში "კრისტალ პალასთან" IX ტურის შეხვედრაში, 29-ში კი "ჩელსისთან" ლიგის თასის 1/4-ფინალში.

მას, პრაქტიკულად, მარტოს უწევს "მეთოფეთა" შეტევაში გარჯა, რადგან არსენ ვენგერს თეო უოლკოტი და ლუკას პოდოლსკი ტრავმირებული ჰყავს, ნიკლას ბენდტნერი კი ფრანგის შემცველის როლში არ გამოდგება. მიუხედავად არანორმალური დატვირთვებისა, ფეხბურთელი აცხადებს, რომ ფორმის პიკში იმყოფება და მზად არის, ტვირთი ბოლომდე ზიდოს. აი, რას ამბობს 27 წლის
ვარსკვლავი:

"შესაძლოა, დასვენების საშუალება მომდევნო კვირაში მომეცეს, რადგან ლიგის თასზე გვაქვს სათამაშო. ამის თაობაზე ვენგერს დაველაპარაკები, თუმცა მჭიდრო გრაფიკს შეჩვეული ვარ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

"დორტმუნდთან" წაგების გამო თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნას არ ვაპირებ. დიახ, წავაგეთ, მაგრამ იქამდე ზედიზედ ვიგებდით თითქმის ყველაფერს. "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ ფრედ. ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. წარუმატებლობის გამო პასუხის გაცემას შაბათს, "კრისტალ პალასთან" ვგეგმავთ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სულ სხვა "არსენალი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული