ჟირუ ევროპას ტოვებს? - "მილანთან" მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მილანის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ შესაძლოა, ევროპის კონტინენტი დატოვოს.

ვეტერანი ფრანგის დამატების სურვილს MLS-ისა და ახლო აღმოსავლეთის კლუბები იჩენენ.

37 წლის თავდამსხმელს "როსონერისთან" კონტრაქტი ამა წლის ივნისში ეწურება და მის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ჟირუს კარიერის ევროპის მიღმა გაგრძელების ვარიანტი ხიბლავს, გადაწყვეტილებას კი ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული