პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ Metro-სთან ინტერვიუში ერთმანეთს არსენ ვენგერი და იურგენ კლოპი შეადარა.

"არსენალისა" და "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველის თქმით, გერმანელი ფრანგზე მაღალი დონის სპეციალისტია.

"შეიძლება ითქვას, რომ კლოპი ვენგერზე უკეთესია, რადგან მისი ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ვენგერმა პრემიერლიგა სამჯერ მოიგო და მისი "დაუმარცხებლები" ყველას ახსოვს, თუმცა 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" მარცხმა ფრანგის სამწვრთნელო კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთადერთი განსხვავება არსენსა და იურგენს შორის სწორედ ესაა.

თუმცა "მუსიეს" ფერგიუსთან დაპირისპირება ეპოქალური იყო, მათ მხოლოდ კლოპისა და
გვარდიოლას პაექრობას შევადარებდი", - განაცხადა პეტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული