გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ივლისს სომხეთში ქალაქ გიუმრიში გორის "დილასა" და "შირაქს" შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასხუო მატჩი გაიმართა.

მატჩი პენალტების სერიაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ტაიმი სომხების უპირატესობით წარიმართა, გორელები კი ძირითადად კონტრეშეტევებზე გადადიოდნენ, თუმცა თამაშის პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა და მასპინძლები ისევ უტევდნენ, ხოლო "დილა" ძირითადად კარს იცავდა და კონტრშეტევებზე გადადიოდა.

მატჩის 83-ე წუთზე კი სომხებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. გატანილი გოლის ავტორი ვახან ბიჩახჩანი გახდა. საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო "შირაქის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0
დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

დამატებული ტაიმები გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "შირაქმა" ანგარიშით 4:1 იმარჯვა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ფუი თქვენიიიიი...
status quo
09:38 08-07-2016
0
დროა არა ფეხბურთელები და მწვრთნელები, არამედ მთლიანად მენეჯმენტი შეიცვალოს დილაში, რომლებმაც მოახერხეს, კლუბს ათასობით ვალი აჰკიდეს, სპონსორის მოსვლას ეწინააღმდეგებიან და ამ დღეში ჩააგდეს კლუბი!!!
ვსეგდა პრავ
09:32 08-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული