მატჩის დღე! ქართული კლუბების დამშვიდობება ევროპასთან თუ მოულოდნელობა "დილასგან"...

AutoSharing Option
ქართული კლუბის გამოსვლა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გრძელდება, თუმცა შანსი იმისა, რომ დღეს საღამოს დასრულდეს, საკმაოდ დიდია. მატჩის წინ ოპტიმისტები ვიყოთ და იმედი ვიქონიოთ, გორის "დილა" კიდევ ერთ მოულოდნელ შედეგს შემოგვთავაზებს და "აპოელს" კვიპროსში სასურველი ანგარიშით დაამარცხებს. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "დინამო არენაზე" სტუმრებმა (2:0) მოიგეს, დღევანდელი, 17 აგვისტოს დაპირისპირება კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება (პირდაპირი "პირველ არხზე").

რა შეიძლება შეიცვალოს "დილას" გამოსვლაში? საშინაო მატჩში მათ პირველ ტაიმში კარგად ითამაშეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი უჭირდათ. დემჩენკოს გუნდმა რეალიზაცია უნდა გააუმჯობესოს და
სწრაფად გაიტანოს, ეს თამაშის მიმდინარეობას მკვეთრად შეცვლის. ვერ ვიტყვით, რომ დვალისა და ქვილითაიას თანაგუნდელებმა რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზეს, მათ ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანეს, შემდეგ კი მინდვრის ცენტრში ბურთის კონტროლი არ გასჭირვებიათ. სახიფათო ზონაში ამდენ ჯარიმას და ბევრ გაფრთხილებას, რაც "დინამო არენაზე" ვნახეთ, უნდა ვერიდოთ.

Sportall.Ge

ნიქოზიელები საკუთარ არენაზე ძლიერები არიან, თუმცა ახლა ისინი თავდაჯერებულები იქნებიან და მომავალ მეტოქეზე იფიქრებენ. გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, რომ მის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ "გენტთან", ჯგუფურ ეტაპამდე უკანასკნელ ბარიერთან, ძალიან მოტივირებული იქნება. მოულოდნელობის ეფექტი ახლა "დილას" სასარგებლოდ იმუშავებს. პირველმა დაპირისპირებამ გამოაჩინა, რომ მოწინააღმდეგეებს ჩვენი გუნდის ლიდერი გეილი კარგად ჰყავდათ შესწავლილი, იმედია, ბარბადოსელი ლეგიონერი ახლა თავს კარგად წარმოაჩენს.

ქართული კლუბების მორიგ ცუდ ევროსეზონს შევეჩვიეთ. თუკი შვებას ტრანსფერებსა და ძლიერ ლეგიონერებში ვეძებთ, რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან, ახლა ამ მხრივაც არასახარბიელო ვითარებაა. გიორგი კვერნაძის იტალიაში გადასვლამ არ უნდა შეგვაცდინოს, მას ეროვნულ ლიგაში დრო არ ეძლეოდა. ახლა თ ითოეული ქულა მნიშვნელოვანია და მისი გაზრდის საშუალება მხოლოდ "დილას" აქვს.

დღევანდელ შეხვედრას უელსელი არბიტრი ჯენკინსი განსჯის.

altანდრეი დემჩენკო: ვეცდებით, "აპოელთანაც" შემოვაბრუნოთ თამაში

altორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაინც იმედი გვაქ რომ დილა კარს ფაიჯახუნებს.ღმერთი თქვენსკენ.
სამტრედიას ფან კლუბი
20:59 17-08-2023
1
რა ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ამაზე იმტვრევს თავს მთელი ქართული საფეხბურთო ელიტა და გულშემატკივრები. არდა ყველაფერი ძალიან მარტივია. უნდა დავპატიჟოთ საქართველოში 10 არაბი შეიხი. ვაჩვენოთ ჩვენი სტუმართმასპინძლობა უმაღლეს დონეზე და გაცილების დროს, აეროპორტში პატივისცემის გამოხატვის მიზნით ვაჩუქოთ ნაბადი, ხანჯალი და თითო ქართული კლუბი. შემდეგ დაველოდოთ რა მოხდება. ხა, ხა,ხა...
მამუკა
19:31 17-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული