2016 წლის I კვარტალში საფეხბურთო კლუბებმა 8 705 141 ლარი მიიღეს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის გუნდებთან ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულების ფარგლებში დღეის მდგომარეობით დაფინანსებულია 36 საფეხბურთო კლუბი. საერთო თანხა 2 798 119 ლარს შეადგენს.

თანხა ყველა კლუბმა მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ფონდი მუშაობას შეუდგებოდა, პირველ კვარტალშივე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული კლუბები დაფინანსებული იყო 5 907 022 ლარით. პირველი კვარტლის მდგომარეობით, კლუბების ჯამური დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან 8 705 141 ლარს შეადგენს.

"ქართული ფეხბურთის დაფინანსებაში დღეიდან გაქრება
ყველანაირი გაურკვევლობა და ბუნდოვანება. გამჭვირვალობის მიზნით, ფეხბურთის განვითარების ფონდი კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს ანგარიშს იმის თაობაზე, რა თანხა შემოდის ფონდში, რა არის მისი მიზნობრიობა და რომელი საფეხბურთო კლუბი რა რაოდენობის დაფინანსებას იღებს.

ფედერაციის მიერ შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული ფეხბურთის განვითარების პროგრამით საქართველოში დაიწყო საფეხბურთო სისტემის ძირეული რეფორმა. ინერგება თანამედროვე სტანდარტები, რაც სტაბილური დაფინანსებისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში კლუბებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ თავიანთი საქმიანობა წარმატებით და ამით ხელი შეუწყონ ქართული ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმის მხარდაჭერა მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაფინანსების პროცესი გრძელდება. კლუბები დაფინანსებას მიიღებენ წარმოდგენილი მოთხოვნისა და სფფ-ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით. ფეხბურთის განვითარების ფონდი ანგარიშს კვარტალში ერთხელ წარადგენს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც კარგია უნდა ითქვას.ღმერთმა დალოცოს ყველა კარგი საქმის გამკეთებელი.
გიგა
08:27 02-04-2016
0
კარგია საგოლ
goga
23:13 01-04-2016
0

სიახლეები პოპულარული