რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში

AutoSharing Option
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში" არსებული ხელფასები კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს აღემატება.

მოდით, ჯერ დასკვნის ამ ნაწილს გაეცანით, მერე კი ფონდის ხელმძღვანელის კომენტარსაც შემოგთავაზებთ:

"ფონდის მიერ სახელფასო ფონდის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების უგულებელყოფას, კერძოდ: ფონდის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 1500 ლარს, ხოლო
ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო აღემატება საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2950 ლარს...

...2016 წლის განმავლობაში ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3 ათას ლარს, მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

2016 წელს ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6250 ლარს, მაშინ როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2950 ლარს.

სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე".

"ლელო" ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორ ზაზა დოლიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ჩვენ ვალდებულები ვართ, შევასრულოთ, რაც აუდიტის დასკვნაში წერია და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, ეს ყველაფერი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს იყო არა კანონდარღვევა, არამედ - შეუსაბამობა, რაც სხვადასხვა რამაა.

ფონდში სულ 6 ადამიანია დასაქმებული და ყოველთვიური სახელფასო ფონდი შეადგენს 16 ათას ლარს. მესმის, რომ დასკვნაში მინიშნებული შეუსაბამობა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ ეს ხალხი უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ნურავინ იტყვის, რომ მხოლოდ ხელფასებს იღებს - ჩვენ 80 კლუბსა და ექვს უმნიშვნელოვანეს პროექტს ვემსახურებით და ვისაც ესმის, კარგად გაიგებს, რა შრომატევადი საქმეა ეს. თანაც ეს ხალხი კერძო სექტორიდან მოვიზიდეთ, რადგან თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ასეთებს კი შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდებათ. იმას კი ვერავინ იტყვის, რომ ეს პროფესიონალებისთვის შეუსაბამო ხელფასებია", - ამბობს დოლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 58 /
ვეთანხმები "ბუჟანგას"
tamazino
12:50 26-07-2017
0
kide vimeoreb.qvekanahi uamravi ganatlebuli sazgvar garet codna migebuli adamiani umuhevari zis saxhi.ar undat mat ormagi xelfasi da premiebi. Gamoacxadet konkursi,haataret patiosnad,da gamarjvebuli daasaqmet xelhekrulebit im 1500 xelfasebze.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული