ლევან კობიაშვილი წლის სპორტსმენად აღიარეს

AutoSharing Option
საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები", რომლის ხელმძღვანელებიც არიან ჩვენი კოლეგები - ნანა აკობიძე და გია ჩადუნელი, 2002 წლიდან აწყობს სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ადამიანების დაჯილდოებას ("წლის ადამიანები").

ჯილდოვდებიან სპორტსმენებიც. იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როცა წლის ადამიანად დასახელებული იყო ქართველი ფეხბურთელი.

2014 წლის შედეგების შეჯამებისას, წლის სპორტსმენად ლევან კობიაშვილი აღიარეს, რომელსაც ეს პრიზი წარმატებული საფეხბურთო კარიერისთვის გადაეცა. გეხსომებათ, სწორედ შარშან ჩაატარა ლევანმა თავისი ბოლო მატჩი "ჰერტას" შემადგენლობაში.

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების გამო დაჯილდოების ცერემონიალი პომპეზური არ ყოფილა. მთელი თანხა დაზარალებულებს გადაეცათ. ცერემონიალზე ცნობილ პიროვნებებს
გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა ნივთი. მაგალითად, კობიაშვილმა აუქციონზე გამოიტანა 3-ნომრიანი მაისურა, რომელიც მას "ჰერტას" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში ეცვა.

სხვათა შორის, ეს მაისურა 500 დოლარად გაიყიდა და ეს თანხაც წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა.

ცერემონიალს ყველა ლაურეატი დაესწრო. გამონაკლისი იყო მხოლოდ კობიაშვილი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ობიექტური მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა, თუმცა ჯილდომ მას გერმანიაში "ჩააკითხა" - 30 ივნისს ბერლინში შედგა "სახე(ლ)ების" მიერ გამოცემული ყოველწლიური წიგნის, "ქართულ-გერმანული სახე(ლ)ების" პრეზენტაცია, რომელსაც კობიაშვილიც დაესწრო და ჯილდოც იქვე გადაეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული