THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

AutoSharing Option
ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, 2027 წელს, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი კენჭს აღარ იყრის და მისი მემკვიდრე შეიძლება სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდეს.

გამოცემის მტკიცებით, ერთ-ერთი კანდიდატი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეშია, რომელიც საფეხბურთო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ ასაკოვანია, არჩევნებისას უკვე 75 წლის იქნება, ამდენად მისი პრეზიდენტად არჩევის შანსი მაღალი არაა, კიდევ ერთი კანდიდატი ამ ორგანიზაციის საბჭოს წევრი, რუმინელი რაზვან ბურლეანუა, ხოლო მესამე - კობიაშვილი, რომელიც გასულ წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა, ჩეფერინთან კარგი ურთიერთობა აქვს და შეიძლება აქცენტი
მასზე გააკეთონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეფერინი კიდევ ერთხელ აპირებდა უეფას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და მემკვიდრეზე ფიქრობს.

კობიაშვილმა ფეხბურთელის კარიერა 2014 წელს დაასრულა, 2015 წელს სფფ-ს ჩაუდგა სათავეში და პირველი ქართველია, რომელიც უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
უეფაში ლევანა
და ჭაობში ქვეყანა
წინ კომუნიზმისაკენ!
10:51 22-02-2024
3
გელა ნუგზარაშვილს მაინც ვერ აჯობებს, ტამბოვიდან იყრის კენჭს, უალტერნატივო კანდიდატია, ტომრებით დაურიგებია უფასო ფული უეფაში.
სალომეს გურჯისტანა
23:46 21-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული