suedkurier.de: ლუკას ჰუფნაგელის პოტენციალი აშკარაა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერის, "ფრაიბურგის" რიგებში თანდათან მკვიდრდება 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი. მან ახლახან "ფირტთან" 5:2 მოგებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

აი, რას წერს ლუკასის თამაშზე suedkurier.de:

"ლუკას ჰუფნაგელი ძალიან ბევრს მოძრაობდა. ის ბევრს იბრძოდა, ხანდახან დაუფიქრებლადაც კი. ამის გამო ყველაზე მეტჯერ "ფრაიბურგში" სწორედ მის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი. მისი პოტენციალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს", - წერს გაზეთი, რომელმაც ჩვენებურს 3,5 ბალი დაუწერა.

შეგახსენებთ, რომ ჰუფნაგელი "ბაიერნის" სკოლის აღზრდილია
და "ფრაიბურგამდე" "უნტერჰახინგში" თამაშობდა. ის დედით ქართველია, თუმცა საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრად ითვლება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა ვინმე ნორმალური გამოჩნდეს და ნაკრებს გამოადგეს... რამდენმა ქართველმა მოჭიდავემ და ძიუდოისტმა მოუტანა სხვა ქვეყანას მედლები? რამდენი ფეხბურთელი გყავს უკეთესი მის პოზიციაზე? თან ნახევრად ქართველია. კალათბურთი მაინც არ გინახავს ყველა ნაკრებს რო ნატურალიზებული ამერიკელი ჰყავს?...
kita-s
10:04 20-10-2015
0
რატომ უნდა ითამაშოს გერმანელმა საქართველოს ნაკრებში თუ მას თავისი ქვეყნის ნაკრებში დაუძახებენ, ვერ ვხსნი. ხომ წარმოგიდგენიათ, რომ მამით გერმანელი, ე.ი. გერმანელმა უარი თქვას გერმანიის ნაკრებში თამაშზე. ეს აფსურდია. გამოდის, რომ მას იქ მოხვედრის არანაირი პერსპექტივა არა აქვს. ამიტომ, აგერ ბატონო ყანა.....
kita
09:37 20-10-2015
0

სიახლეები პოპულარული