"ბაიერნი" გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ფრაიბურგთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 აპრილს, გერმანიის თასის 1/4-ფინალში, "ბაიერნმა" "ფრაიბურგს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩი "რეკორდმაისტერის" უპირატესობით დაიწყო, მე-19 წუთზე კიმიხის ჩაწოდებული ბურთი კარში უპამეკანომ გადაგზავნა და მიუნხენელები დააწინაურა.

27-ე წუთზე ნიკოლას ჰოფლერმა ულამაზესი შორეული დარტყმით სხვაობა აღადგინა. ორივე გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა 95-ე წუთზე სტუმართა ფორვარდმა ნიკოლას ჰოფლერმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და "ფრაიბურგი" შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, ნახევარფინალისტების ვინაობა 5 აპრილს გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული