კახა ცხადაძემ ფეხბურთელებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ლაპარაკი აუკრძალა

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" თავკაცმა კახა ცხადაძემ კომენტარი გაუკეთა თავისი გუნდის ბოლო მატჩს "ხაზართან", რომელიც 0:0 დასრულდა.

"თამაში მძიმე გამოდგა, იყო ძალიან ბევრი ორთაბრძოლა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ შედეგი კანონზომიერი და სამართლიანია".

"აზერისპორტი" იუწყება, რომ ქართველმა მწვრთნელმა "ინტერის" ფეხბურთელებს პრესასთან ურთიერთობა აუკრძალა.

ეს გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს ცხადაძის პასუხია აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ნაწილის დემონსტრაციულ გასვლაზე მისი პრესკონფერენციიდან.

ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანელმა ფანატებმა ბაჩანა ცხადაძის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული