აზერბაიჯანელმა ფანატებმა ბაჩანა ცხადაძის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი" "ხაზარს" დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 0:0.

"შაფას" სტადიონზე გამართული მატჩის დროს "ინტერის" ქომაგებმა სპეციალური მხარდასაჭერი ბანერი უძღვნეს ბაჩანა ცხადაძეს, რომელმაც წინა ტურში ტვინის შერყევა მიიღო და ყბის ძვალი გაიტეხა.

შეგახსენებთ, რომ "ბაქისთან" მატჩის მიწურულს ბაჩანას მეტოქე ეუხეშა და ქართველი სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს.

ასევე იხილეთ:
მეტოქეს მე ასე არ გავიმეტებდი - ბაჩანა ცხადაძეს გერმანიაში მკურნალობა სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული