ტყუილი თუ უნიათობა? რატომ ვერ ვუყურებთ ხოლმე საქართველოს ნაკრების მატჩებს

AutoSharing Option
დეკემბრის დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციამ გვახარა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებდა - დუბაიში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ. წლის დასაწყისში ამას კიდევ ერთი ცნობა დაემატა, ორ დღეში ნაკრები იორდანიასთანაც ითამაშებდა.

მართლაც, ვაისის ექსპერიმენტულმა გუნდმა ფიფას არაოფიციალურ დღეებში ორი მატჩი გამართა დუბაიში - 23 იანვარს 2:2 ითამაშა უზბეკეთთან, ხოლო 25 იანვარს 0:1 წააგო იორდანიის ნაკრებთან.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

ახლა ამ მატჩების ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ და არც იმაზე, რამდენად
სასარგებლო იყო ეს ტურნე ჩვენი გუნდისთვის, ეს სულ სხვა წერილის თემაა. ფაქტია, გულშემატკივარი გაწბილებული დარჩა და არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა კვლავ წარუმატებლად ითამაშა.

- "კობის დაურეკეთ, ლინკი არაა-თქო" - სახალისო კომენტარები საქართველოს მატჩის "ლაივზე"

ვამბობთ იმას, რომ ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა ვერ იხილეს ამ მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. იმათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის წყალობით, პირველი მატჩის ცუდი ხარისხით ნახვის საშუალება მაინც ჰქონდათ, იორდანელთა ორგანიზებული ლაივ-სტრიმი კი ტექნიკური პრობლემის გამო პირველსავე ტაიმში შეწყდა.

არ ვამბობთ, რომ ტრანსლაციის მოწყობა სფფ-ის უშუალო მოვალეობაა, მაგრამ თუკი ბევრ ფულს ვხარჯავთ "ფეხბურთის პოპულარიზაციაში", "ვაპიარებთ" სხვადასხვა ღონისძიებას, ვატარებთ სამოყვარულო თასებს და თავადაც კარგად ვერთობით ასეთ ტურნირებში, ვფიქრობთ, სადღაც, ვალდებულიც იყო ქართული ფეხბურთის მთავარი ორგანო, ეზრუნა იმაზე, რომ ასეულათასობით ფანს ქვეყნის მთავარი გუნდის (როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ყოფილიყო) მატჩები ენახა, თუნდაც, ჩანაწერი...

სამწუხაროდ, მხოლოდ უნიათობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ტელეტრანსლაცია... უზბეკთა მიზეზით არ იქნებოდა (იხ. 23 იანვრის "ლელო"). მეტიც, ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ მეტოქე მხარის სურვილის გამო არც ე.წ. სტრიმი იქნებოდა და მატჩს ინტერნეტითაც ვერ ვიხილავდით.

"უზბეკეთთან მატჩი მათივე თხოვნით "დახურულია" და სტრიმი არ იქნება. იორდანიის საკითხი ხვალ გაირკვევა", - პასუხობდა სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდი.

სინამდვილეში კი უზბეკეთის ფედერაციამ მრავალი წინაღობა გადალახა საიმისოდ, რომ სტრიმი გულშემატკივრებს ეხილათ. იმ ხალხმა, რომელიც, თითქოს, მატჩის "დახურვას" ითხოვდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაში გვეხილა. ვის რაში სჭირდება ასეთი ტყუილი, ბატონებო?

იორდანიელებმაც ბევრი იმუშავეს შეწყვეტილი სტრიმის აღსადგენად, მაგრამ ეს ვერ შეძლეს დუბაის სტადიონზე არსებული ცუდი ინტერნეტის გამო. მაგრამ მათ სცადეს მაინც, ყველაფერი იღონეს, რომ გულშემატკივრები გაეხარებინათ.

ბუნებრივია, არც ის გვავიწყება, თუ ვისი უშუალო მოვალეობაა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების თამაშების ჩვენება - ორგანოსი, რომელიც ჩვენი გადასახადებებიდან ფინანსდება - "საზოგადოებრივი ტელევიზიის".

ამას წინათ ლევან კობიაშვილმა თქვა, ერთი პროცენტითაც რომ შეეშალა სფფ-ის მმართველობაში ხელი ჩემს პარლამენტარობას, პოლიტიკოსის კარიერაზე უარს ვიტყოდიო. საინტერესოა, ეროვნული ნაკრების ორი მატჩის ვერჩვენება გულშემატკივრებისთვის ვერ "ქაჩავს" იმ ერთ პროცენტამდე?!
მკითხველის კომენტარები / 34 /
ჯერ ვინმემემ ის გამაგებინეთ უზბეკეთთან და იორდანიასთან რატო დაგეგმეს თამაში ცოტა ნორმალური გუნდი არ არსებობდა?
buxrika
26 იანვარი 2017 23:22
0
კობიაშვილს, მაგ რწმუნებით წამოხვედი გერმანიიდან, რომ პარლამენტის დეპუტატიც ყოფილიყავი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც შენი თავკაცობით ფეხბურთის განვითარება შეფერხებულია ღამეებს უნდა ათენებდე როგორ გამოიყვანო ქართული ფეხბურთი კრიზისიდან სამაგიეროდ მივიღეთ უარესი ყველა ასაკობრივ ნაკრებს დაღმასვლა აქვს ყველგან პოზიციებს ვთმობთ. დასანანია უფრო ის, რომ მთელი ერი შენს გვერდით იდგა მაშინ ეხლა კი პირიქითაა საქმე.მოუგვარებელია მთლიანად საფეხბურთო სისტემა, გთხოვთ მიიღოთ და გამოიყენოთყველა საშუალება ბოლოს და ბოლოს გაახაროთ გულშემატკივრები პირველი წარმატებებით.
gaga
26 იანვარი 2017 22:10
0
თუ მათი ბრალი არაა ტყუილს რატო იგონებენ რო უზბეკებს დახურული თამაში უნდათო?
და მარტო ფედერაციაზე წაიკითხეთ აქ აზრი? საზ მაუს მოვალეობაა ეგ და ეს კომენტარები ისევ იმ ავბედით კამპანიას მაგონებს "გავაუქმოთ ქართული ფეხბურთი". მართლა ფიქრობთ რო მსოფლიოში N1 სპორტის სახეობა უნდა გუქმდეს? და რა ვქნათ ყოფილ ფეხბურთელ მოქმედ პარლამენტართა დახმარების ფონდი რო გავხსნათ? ნუ პრინციპში არაფორმალურად ეგრეა მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ფორმალურად როცა ჩამოყალიბდება ორგანიაზცია :) ვაი ჩვენს პატრონს
sadio mane
26 იანვარი 2017 21:50
0
რაც არ უნდა მაგარი იყოს კობიაშვილი ამ ყველაზე დაუსაქმებელ ქვეყანაში, ლოგიკურია ერთი ადამიანი იყოს ორ ძალიან მნიშვნელოვან თანამდეობაზე ერთდროულად???
მე დარწმუნებული ვარ რომ არა, ვერც ერთს ვერ გააკეთებს საფუძვლიანად.
სამწუხაროდ
daviti
26 იანვარი 2017 21:43
0
ეს მართლა ფედერაციის ბრალია?
იმიტომ რომ კობი დეპუტატია, დუბაიდან ჩვენი მესამე თუ მეოთხე ნაკრების თამაში ვერ ვნახეთ?
ვაი სირცხვილო. ასე უნდათ ამათ ევროპაში შესვლა?
vaime
26 იანვარი 2017 21:34
0
კიდევ კარგი რომ ვერ ვუყურეთ,რას ვნახავდით კარგს
nykri
26 იანვარი 2017 20:59
0
პირიქით მადლობა ფედერაციას რომ არ გვაჩვენეს ჩვენი ნაკრების თამაში.ეს ორივე თამაში იყო საცოდაობა და სირცხვილი.პასი არ იციან.კარში ვერ ურტყამენ.ჯარიმას ვერ ასრულებენ.პენალტის დამრტყმელიც არ ყავთ ალბათ და თავით ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია
გოგა
26 იანვარი 2017 20:57
0
ფეხბურთშI კი არა მარტო რომელ სფეროშიც გინდათ ნახეთ განუკითხაობაა ახლობლობით ნათესაობით და კიდევ აღარ მინდა ვთქვა.... ასე საქმე არ კეთდებააა ის ხომ ვაი იყო ესენი კიდევ უარესიიი
გუჯა
26 იანვარი 2017 20:07
0
ქვეყნის მთავარი სპორტული გამოცემა რომ გაკრიტიკებს, ათასაობით მოტყუებულ გულშემატკივართან ერთად, იქნებ ნება იბოძოს სფფ-ს ხელმძღვანელობამ და რეაგირება მოახდინოს? შემძვრალან ოფისებში თუ პარლამენტში და ყურსაც არ იბერტყამენ!
ლუკა
26 იანვარი 2017 19:49
0
იმედი მაქვს რომ იმ საშინელებას, რასაც ქართული ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელი ქვია, საერთოდ ამოიღებენ სატელევიზიო ბადიდან.
შალვა
26 იანვარი 2017 19:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული