იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით მეორე ამხანაგური მატჩი გამართა დუბაის შეკრებაზე და იორდანიასთან 0:1 დამარცხდა.

გასაგებია, რომ ეს შემადგენლობა მართლაც გადახალისებული და ძალზე შორსაა ოპტიმალურისგან, თან აღარც ჩვენი ამბიციებია უსაზღვრო, მაგრამ საქართველოს არცერთი ნაკრები იორდანიასთან არ უნდა აგებდეს!

ამაზე ჩვენი გაზეთის შემდეგ ნომერში დავწერთ, დღეს კი ამ მცირე რეცენზიას მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე დაყრდნობით თუ გაახლებთ, რაკი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სადღაც პირველი ტაიმის შუაში შეწყდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ისე, ნუთუ არ შეიძლებოდა დუბაიდან ნორმალური "ლაივსტრიმის" გაკეთება? პირველი მატჩისას უზბეკების რეპორტაჟს ჩამოვეკიდეთ,
მეორედ - იორდანიელებისას. და რას ვაკეთებდით ჩვენ?!

ანდა, მატჩის შედეგს კარგა ხანს რომ არ ვწერთ ფედერაციის ოფიციალურ საიტზე და არც ბოდიშს ვიხდით ჩაშლილი ტრანსლაციისთვის? ამით უკეთესობისკენ იცვლება რამე?

ვინ არის პასუხისმგებელი ამ მარცხისა და ზოგადად, შედეგისთვის?

ჩვენ დღეს შეგნებულად არაფერს დავწერთ ფეხბურთელებზე, მათ ცალკე წერილი მიეძღვნებათ ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომერში, ახლა კი ფეხბურთის ფედერაციის საიტზე რომ წერია, იმას გავიმეორებთ მხოლოდ - მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ალ დარდურმა გაიტანა.

აბა, სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

მატჩის შემდეგ:
- ვაისი: ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
25.01.17. დუბაი. "თეიაბ ავანა სთედიუმი"
იორდანია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 ალ დარდური (45)
იორდანია: შაფი, რავაშდე, ჰათაბი, ზავაჰრე, ალდმერე, აბუამარა (61. რავაშადე), აბდულრაჰმანი, აიედი (89. აბუ დები), ალტამარი (69. ტალი), ფაისალი (79. ალბავაბი), ალ დარდური (70. სამირი).
სათადარიგოები: იასინი, აბულსატარი, სერალაჰი, ზეგრატი, დალდომი, მორჯანი, მარდე, შელბაი, ჰადადი.
მწვრთნელი: აბდულა მესფერი
საქართველო: მიგინეიშვილი, უ. ლობჟანიძე (63. თორ. გრიგალაშვილი), ტაბიძე, ხოჭოლავა, შერგელაშვილი (88. განუგრავა), ტუღუში (82. მამასახლისი), შონია (85. ხარაიშვილი), კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე (79. ქიმაძე), დვალიშვილი, ზივზივაძე (46. არაბული).
სათადარიგოები: კვასხვაძე, გოშაძე, რეხვიაშვილი, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: ხოჭოლავა (16), შონია (38), ალდმერე (77), ზავაჰრე (81), დვალიშვილი (83)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ზივზივაძე და არაბული ერთად უნდა ეთამაშებინა,შეთამაშებულები არიან.იორდანიას კი ასე ნუ ეხუმრებით,იორდანიაში პირველი გუნდია.
სოსო
00:33 28-01-2017
0
ბატონმა ვაისმა უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რატომ მიიწვია ნაკრებში მიგინეიშვილი, უ. ლობჟანიძე და დვალიშვილი.მათ ზიანის გარდა, კარგი არაფერი გაუკეთებიათ ნაკრებისთვის. განა ევროპული დონის სპეციალისტი ვერ ამჩნევდა რა დონის "ფეხბურთელებიც" არიან ისინი.ნაკრების მეკარე რომ დაახლ. 40 მეტრიდან გაუშვებს ბურთს, თვითონაც აღარ უნდა იკადროს კარში დგომა.
გივი271
18:32 26-01-2017
0

სიახლეები პოპულარული