ტყუილი თუ უნიათობა? რატომ ვერ ვუყურებთ ხოლმე საქართველოს ნაკრების მატჩებს

AutoSharing Option
დეკემბრის დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციამ გვახარა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებდა - დუბაიში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ. წლის დასაწყისში ამას კიდევ ერთი ცნობა დაემატა, ორ დღეში ნაკრები იორდანიასთანაც ითამაშებდა.

მართლაც, ვაისის ექსპერიმენტულმა გუნდმა ფიფას არაოფიციალურ დღეებში ორი მატჩი გამართა დუბაიში - 23 იანვარს 2:2 ითამაშა უზბეკეთთან, ხოლო 25 იანვარს 0:1 წააგო იორდანიის ნაკრებთან.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

ახლა ამ მატჩების ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ და არც იმაზე, რამდენად
სასარგებლო იყო ეს ტურნე ჩვენი გუნდისთვის, ეს სულ სხვა წერილის თემაა. ფაქტია, გულშემატკივარი გაწბილებული დარჩა და არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა კვლავ წარუმატებლად ითამაშა.

- "კობის დაურეკეთ, ლინკი არაა-თქო" - სახალისო კომენტარები საქართველოს მატჩის "ლაივზე"

ვამბობთ იმას, რომ ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა ვერ იხილეს ამ მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. იმათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის წყალობით, პირველი მატჩის ცუდი ხარისხით ნახვის საშუალება მაინც ჰქონდათ, იორდანელთა ორგანიზებული ლაივ-სტრიმი კი ტექნიკური პრობლემის გამო პირველსავე ტაიმში შეწყდა.

არ ვამბობთ, რომ ტრანსლაციის მოწყობა სფფ-ის უშუალო მოვალეობაა, მაგრამ თუკი ბევრ ფულს ვხარჯავთ "ფეხბურთის პოპულარიზაციაში", "ვაპიარებთ" სხვადასხვა ღონისძიებას, ვატარებთ სამოყვარულო თასებს და თავადაც კარგად ვერთობით ასეთ ტურნირებში, ვფიქრობთ, სადღაც, ვალდებულიც იყო ქართული ფეხბურთის მთავარი ორგანო, ეზრუნა იმაზე, რომ ასეულათასობით ფანს ქვეყნის მთავარი გუნდის (როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ყოფილიყო) მატჩები ენახა, თუნდაც, ჩანაწერი...

სამწუხაროდ, მხოლოდ უნიათობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ტელეტრანსლაცია... უზბეკთა მიზეზით არ იქნებოდა (იხ. 23 იანვრის "ლელო"). მეტიც, ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ მეტოქე მხარის სურვილის გამო არც ე.წ. სტრიმი იქნებოდა და მატჩს ინტერნეტითაც ვერ ვიხილავდით.

"უზბეკეთთან მატჩი მათივე თხოვნით "დახურულია" და სტრიმი არ იქნება. იორდანიის საკითხი ხვალ გაირკვევა", - პასუხობდა სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდი.

სინამდვილეში კი უზბეკეთის ფედერაციამ მრავალი წინაღობა გადალახა საიმისოდ, რომ სტრიმი გულშემატკივრებს ეხილათ. იმ ხალხმა, რომელიც, თითქოს, მატჩის "დახურვას" ითხოვდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაში გვეხილა. ვის რაში სჭირდება ასეთი ტყუილი, ბატონებო?

იორდანიელებმაც ბევრი იმუშავეს შეწყვეტილი სტრიმის აღსადგენად, მაგრამ ეს ვერ შეძლეს დუბაის სტადიონზე არსებული ცუდი ინტერნეტის გამო. მაგრამ მათ სცადეს მაინც, ყველაფერი იღონეს, რომ გულშემატკივრები გაეხარებინათ.

ბუნებრივია, არც ის გვავიწყება, თუ ვისი უშუალო მოვალეობაა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების თამაშების ჩვენება - ორგანოსი, რომელიც ჩვენი გადასახადებებიდან ფინანსდება - "საზოგადოებრივი ტელევიზიის".

ამას წინათ ლევან კობიაშვილმა თქვა, ერთი პროცენტითაც რომ შეეშალა სფფ-ის მმართველობაში ხელი ჩემს პარლამენტარობას, პოლიტიკოსის კარიერაზე უარს ვიტყოდიო. საინტერესოა, ეროვნული ნაკრების ორი მატჩის ვერჩვენება გულშემატკივრებისთვის ვერ "ქაჩავს" იმ ერთ პროცენტამდე?!
მკითხველის კომენტარები / 34 /
კობიაშვილმა ფაქტია იმედები გაგვიცრუა..
rezi
27 იანვარი 2017 10:37
0
მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს? რა რეპორტაჟი, რის რეპორტაჟი. კარგით რა!!!!
natali
27 იანვარი 2017 10:19
0
kai raaa-ს ანუ ფედერაციის უშტატო მდივანს. ვაი შენ რა გითხარი. ცუდი მოსასმენია ხომ რეალური კრიტიკა!!!!ამასთან, ამბობ -"ვაღიარებ რომ საქართველოში დეპუტატები არ მუშაობენ, ესე იგი მითუმეტეს ქონია დრო". ეს კიდევ მეორე უაზრობა, რადგან ეს შენი "ჭკვიანური" მოსაზრება პირდაპირ კობიზე აქცენტის გაკეთებას ნიშნავს. გამოდის, რომ კობი იქ მხოლოდ პარლამენტარის სტატუსისა და ხელფასის გამო შევიდა? აბა ერთი დაფიქრდი, რა უაზრო რამ გადმოაფქვრიე ბაგედან. რაც შეეხენა ამ ტამაშების ტრანცლირების საკითხს. ამით ბევრი არაფერი დაუკარგავს გულშემატკივარს.
giga
27 იანვარი 2017 10:14
0
კაი ელთი რაა, აქ არჩვენებაზე მეტად იმაზეა ლაპარაკი რომ თავიანთ ტყუილში გაიბლანდნენ, უზბეკეთის თხოვნით არ ეწყობა რეპორტაჟიო. ეთქვათ სიმართლე, ტყუილი და მაიმუნობა არ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, პ.ს. პარლამენტში კიდე ის უნდა იყოს ვინც კანონის წერა იცის, უნდა დამთავრდეს ის გაგება რო თუ პარლამენტში ხარ შენს საქმეს უკეთესად "დაკრიშავ", თუნდაც კარგი განზრახვით.
kai raa-s
27 იანვარი 2017 10:11
0
1) გადაცემები უნდა ყოფილიყოო. სისულელეა.
2) ეს ნაკრები იყო სუსტი, ფაქტიურად მეორე ნაკრებიც არ იყო. ამიტომ იორდანიათან წაგება არაფერს ნიშნავს.
3) არაფერი ფული არ გაკეთებულა. გამოცადეს რეზერვი. ნახეს რომ უმრავლესობა არ ვარგა.
4) 2 კაცი მომეწონა და გამოვიძახებო. უკვე შედეგია.
5) ფეხბურთის უკან წასვლა წინა ფედერაციების ბრალია. ესენი პირიქით საქმის გამოსწორებას ცდილობენ. ამას ბევრი დრო უნდა.
6) როცა რეფორმა მიდის, მხარი უნდა დავუჭიროთ ან ზომიერი კრიტიკით შემოვიფარგლოთ. რეფორმის გაჩერება უფრო უარესია, მაშინ არ უნდა დაეწყოთ.
7) ფედერაციის პრეზიდენტობა და დეპუტატობა სავსებით რეალურია და მისაღები. ერთიც და მეორეც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის მუშა რომ დილიდან საღამომდე უროს უბრაგუნეს. ვაღიარებ რომ საქართველოში დეპუტატები არ მუშაობენ, ესე იგი მითუმეტეს ქონია დრო.
kai raaa
27 იანვარი 2017 09:26
0
კარგი სტატიაა, ვისაც აინტერესებდა, ის უყურებდა თუნდაც მეორე თუ მესამე ნაკრების თამაშს
zaza
27 იანვარი 2017 07:52
0
თუ მომავალში, სამართლიანად გაგვიჩნდება რაიმე მოთხოვნა ფედერაციის მიმართ, დაიმახსოვრეთ -

- ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან!

სიმბოლური იყო კობის გაწევრიანდა" უნიათების პოლიტიკურ გუნდში...





namdvili zaza
27 იანვარი 2017 02:47
0
ეჰ, ამათ ამოგვაპწნეს და ნორმალური გუნდი რას გვიზამდა? სტატიის ავტორს მადლობა.
ნათია
27 იანვარი 2017 00:52
0
ერთიდაიგივეს წერთ კოპა დელ რეიზე და სხვა რაღაცეებზე. იტალიაში იუვე 2-1 მილანი იყო და ერთი არ გიხსენებიათ ეს არის ლელო?!. სირცხვილია
MAXSIMUS
27 იანვარი 2017 00:51
0
ნეტავ რა არის საყურებელი
joni
26 იანვარი 2017 23:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული