იგორ ტუდორი: სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვასწოროთ

AutoSharing Option
სპლიტის "ჰაიდუკის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა გორის "დილასთან" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ხორვატიაში ქართული გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

"იმედი გვაქს, რომ კარგად ვითამაშებთ. გუნდში ოპტიმისტური განწყობაა, ხოლო ოპტომიზმის მიზეზს ის გვაძლევს, რომ პირველ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ მეტოქეზე უკეთესი გუნდის შტაბეჭდილება დავტოვეთ.

მართალია გოლი არ გაგვიტანია და წავაგეთ, მაგრამ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა.

ბურთი მრგვალია და ამჟამინდელი სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვასწოროთ", - თქვა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "ჰაიდუკს"
შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 8 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 ლარია, რომლის გაყიდვა 7 აგვისტოს დილიდან დაიწყო. მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: შევეცდებით მოედანზე მოსული ქომაგი გავახაროთ
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა დინამო ყოფილიყო ...
თემო
19:53 08-08-2013
0
თქვენ ხომ მენეჯმენტის არაფერი გაგეგებათ, ფუი თქვენ ხომ ხორცმეტები ხართ, ვინ უყურებს მეორე არხს?????!!!!!
ემიგრანტებმა რა ვქნათ ან დანარჩენმა ხალხმა ვინც თბილისში არ ცხოვრობს???!!!
0

სიახლეები პოპულარული