"ლაციოს" მწვრთნელად იგორ ტუდორს დანიშნავენ

AutoSharing Option
"ლაციოს" მწვრთნელი იგორ ტუდორი გახდება, - იტყობინება რომაული კლუბის საიტი.

"ლაციომ" აეროპორტში 45 წლის ხორვატი სპეციალისტის სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში გუნდის შარფი უჭირავს და წარწერაც დაურთო: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუდორს კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე ერთი წლის  გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმებენ.

შეგახსენებთ, "ლაციოს" მწვრთნელი მაურიციო სარი 13 მარტს გადადგა. გუნდი ამჟამად სერია A-ში მე-9 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული