ლუის ენრიკე: ეს ისეთი სამწუხარო გრძნობაა, რომლის გადმოცემა სიტყვებით რთულია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტურინის "იუვენტუსთან" (0:3) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: ყველაფერი წარმავალია... [VIDEO]

"არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანია შედეგი. პირველ ტაიმში კატასტროფულად უმწეოდ გამოვიყურებოდით, თითქოსდა, ეს პსჟ-სთან შეხვედრის მესამე ტაიმი ყოფილიყოს.

ფეხბურთელების პოზიციები მოედანზე ჩემი პასუხისმგებლობის ზონაა. სხვა ინტენსივობით უნდა ვიმოქმედოთ, უფრო უკეთესად. ისეთ მეტოქესთან, როგორიც "იუვენტუსია", ეს შეიძლება მოხდეს.

ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გავაკეთეთ ცუდად. ახლა უფრო რთულია, "ქამბეკის" მჯეროდეს, ვიდრე პსჟ-სთან პირველი მატჩის შემდეგ.

გადატანილი კოშმარის
გრძნობა მქონდა. ეს ისეთი სამწუხარო გრძნობაა, რომლის გადმოცემა სიტყვებით რთულია.

მეორე ტაიმში უკეთ ავთამაშდით, მაგრამ მეტოქემაც იგივე გააკეთა. მეორე ტაიმში ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდით.

უბრალოდ, პირველი ტაიმი თავიდან არ ამომდის", - თქვა ენრიკემ.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსა,ჰაა, დადგით ეხლაც სპექტაკლი....
status quo
15:04 12-04-2017
0
გაა..ვი და გაიყოლე : მატიე, ალბა, რობერტო, დენის სუარესი,
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული