"ბარსელონა" "ვალენსიას" ნახევარმცველით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ვალენსიას" 25 წლის საყრდენი ნახევარმცველით პეპელუთი დაინტერესდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს.

დეკემბერში ამ გუნდების მატჩის შემდეგ "ბარსას" მწვრთნელი ხავი პირადად შეხვდა პეპელუს და კარგად თამაში მიულოცა.

კატალონიურ გუნდს სწორედ საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება და პეპელუს შესაბამის კანდიდატად მიიჩნევს.

მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 32 მატჩში თავი 5 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვალენსიამ შემადგენლობა თუ შეინარჩუნა,საკულაოდ აუცილებლად შევა ევროზონაში.წელსაც შეუძლიათ,მაგრამ მომავალ სეზონში,ახალგაზრდები,კიდევ უფრო მოუმატებენ.არ ვიცი,რამდენი აქვთ დავალიანება და რამდენად საჩქაროა მისი დაფარვა,მაგრამ თუ უდანაკარგოდ გადარჩნენ,გაისად უკვე მოგებაზე გავლენ და მდგომარეობაც შეუმსუბუქდებათ.ბარახამ აშკარად დაალაგა სიტუაცია და გუნდი თანდათან რაღაცას ემსგავსება.კარგი ახალგაზრდობა შეიკრიბა,ცოდვაა მათი დაშლა.
სოსო
21:53 24-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული