"ბაიერნი" არაუხოს არ ეშვება და სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულში "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს დამატებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელებს იმდენად სურთ ურუგვაელი ფეხბურთელის დამატება, რომ მზად არიან მას ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზონ, ვიდრე "ბარსელონაში" გამოიმუშავებს.

რაც შეეხება "ბლაუგრანას", "ბაიერნი" მათ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს სთავაზობს.

გამოცემის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ კატალონიელები ამ წინადადებას დათანხმდნენ, რადგან ფინანსურად რთულ სიტუაციაში არიან.

შეგახსენებთ, არაუხოს "ბარსასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.

alt"ბარსელონა" არაუხოს გაყიდვას არ გამორიცხავს

altარაუხომ "ბარსელონას" "სოსიედადთან" გამარჯვება

90+2-ე წუთზე მოუპოვა

altფერანის გამოუყენებელი პენალტი და არაუხოს გაძევება - მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული