"ბარსელონა" არაუხოს გაყიდვას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
"ბარსელონა" რონალდ არაუხოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ურუგვაელი მცველის დამატებით "ბაიერნი" ინტერესდება, თავად არაუხო "რეკორდმაისტერში" გადაბარგების წინააღმდეგია, თუმცა "ბლაუგრანა" რთული ფინანსური მდგომარეობის გამო შესაძლოა გერმანული გუნდის წინადადებამ დააინტერესოს.

შეგახსენებთ, "ბარსელონამ" არაუხო 2017 წელს, "ბოსტონ რივერიდან" შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა იაფად, ტავარი ტავარიიი!
ბარსას ბაზარი.
17:35 10-12-2023
2

სიახლეები პოპულარული