ოსიმენის ნიგერიამ ანგისას კამერუნს სძლია და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აფრიკის თასის მერვედფინალში ნიგერიამ კამერუნი 2:0 დაამარცხა.

კამერუნი, რომლის სასტარტოში ანგისა ვიხილეთ, საოცრად პასიური, ხოლო თამაში თვალსასეირო ვერ იყო და რომ არ ოსიმენი, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდებოდა. ვიქტორმა 36-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველ გონსალესს აართვა ბურთი, ლუკმანს გადააწოდა და მან ონდოას კარი დალაშქრა. ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა ოსიმენის გვარის სკანდირება დაიწყეს.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ოსიმენი აშკარად გამოირჩეოდა, თავადაც აქტიურობდა და გულშემატკივრებსაც ამისაკენ მოუწოდებდა. შეხვედრის დასასრულს ლუკმანმა დუბლი შეასრულა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ნიგერია ანგოლას დაუპირისპირდება.

აბიჯანი. „ფელიქს უფუე
ბუანი“

ნიგერია - კამერუნი 2:0
გოლები: 1:0 ლუკმანი (36), 2:0 ლუკმანი (90)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კამერუნის მეკარე "ალიბაბადან" გამოიწერეს?
ირაკლი
14:42 02-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული