"ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა - კონტეს ეს ფეხბურთელი არ მოსწონს

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლიში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. არახალი ამბავია, რომ გუნდს ზაფხულში ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი და მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა დატოვებენ.

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარტენოპეი" კანადის ნაკრებისა და "ლილის" ფორვარდის, ჯონათან დევიდის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და "ლილში" თამაში აღარ სურს. შესაბამისად, კლუბი მის სანაცვლოდ დიდ თანხას არ მოითხოვს.

ამ ამბავს სპორტული ჟურნალისტი მასიმო სპარნიელი გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, სპარნიელი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი
ანტონიო კონტე "ნაპოლიში" გადასვლას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა დევიდის ტრანსფერის შემდეგ ეს რთული წარმოსადგენი იქნება.

"კონტეს "ნაპოლიში" გადასვლაზე დიდი ხანი ვსაუბრობდი. ვადასტურებ, რომ ანტონიო ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში "პარტენოპეი" რაღაც უცნაურს აკეთებს, მხედველობაში მაქვს ჯონათან დევიდის ტრანსფერი, რომელიც კონტეს არ მოსწონს", - განაცხადა სპარნიელიმ.

შეგახსენებთ, დევიდი "ლილმა" 2020 წელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში კანადელმა ფრანგული კლუბის მაისურით 177 მატჩში 81 გოლის გატანა და 16 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

alt"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი

alt"კონტე ნეაპოლში სახლს ეძებს, პოლიტანოსაც გაესაუბრა და ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობასაც შეუდგა" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი?

alt"მსურს, ჩემი გუნდი კონტემ გაწვრთნას" - დე ლაურენტისის ქალიშვილმა "ნაპოლის" ფანს სოციალურ ქსელში უპასუხა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
არაფრით არაა ოსიმენზე ნაკლები .. ვინც საფრანგეთის ჩემპიონატს უყურებს იცის რა დონის თავდამსხმელია
Emre
01:52 20-04-2024
1
ლაურენტესი მუქთ კუბოში ჩაწვება და იაფ ფეხბურთელს დააცილებს? ეგ კი არა მცველის ნაცვლად თავდამსხმელს იყიდის თუ ფასი მოეწონა.იგი იქცევა როგორც ცხენთსაშენის მფლობელი და ფეხბურთელებს რომ უყურებს ეგრევე დოლლარები ეჩვენება.
სსს
14:15 19-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული