"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს

AutoSharing Option
"ვესტ ჰემს" ჰარი მაგუაიერის შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ინგლისელს პირადად შეატყობინა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედის.

გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერის ინიციატორი პირადად დევიდ მოიესია. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა 30 წლის ფეხბურთელს "ჩაქუჩების" რიგებში თამაში.

შეგახსენებთ, მაგუაიერი "იუნაიტედმა" 2019 წელს, 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა და ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

altმაგუაიერი ლონდონური გუნდების რადარზე - ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც "იუნაიტედია"

alt"მაგუაიერი შეშინებული ბაჭიასავითაა" - ჯეიმი კარაგერი

ჰარიზე საუბრობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული