"ლივერპულის" ქამბექი - მერსისაიდელებმა "ვულვზი" სტუმრად დაამარცხეს

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ლივერპულმა" "ვულვზი" სტუმრად 3:1 დაამარცხა. 

მერსისაიდელებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმეს, გოლი ჰე-ჩან ჰვანგმა გაიტანა. 

მეორე ნახევარში 55-ე წუთზე კოდი გაკპომ ანგარიში გაათანაბრა, 85-ე წუთზე ენდრიუ რობერტსონმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, ბოლო გოლი კი ჰუუგო ბუენომ საკუთარ კარში გაიტანა.

ამრიგად, "ლივერპული" 13 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს, "ვესთ ჰემთან" ჩაატარებს. 

"ვულვზი" 3 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, 23 სექტემბერს კი "ლუტონს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვიჩა ლივერპულში სასწრაფოდ
ვანჩოპე
01:45 17-09-2023
0

სიახლეები პოპულარული