კლაუდიო ბრავომ ჩილეს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 34 წლის მეკარემ კლაუდიო ბრავომ ჩილეს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ შეკრებაზე მიიწვიეს...

"ღრმად ვარ დამწუხრებული იმის გამო, რომ ჩემი ნების მიუხედავად შეკრებაზე მიხმეს, რადგან წლების მანძილზე ეროვნულ გუნდში ასპარეზობის შემდეგ მინიმალურ პატივისცემას მაინც ვიმსახურებდი. ჩემი სამზადისი და სამუშაო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა კლაუდიომ BBC-ს.

როგორც იუწყებიან, ბრავოს შეკრებაზე თავის პერსონალურ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშის ნება არ დართეს და ფედერაციასთან კონფლიქტი აქვს. მოკლედ, ჭირვეულობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული